სტუდენტური პრინტების კონკურსი “სტუდენტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის”

,
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

თუ ხარ სტუდენტი, თვლი, რომ გაქვს კრეატიული იდეები და გსურს შექმნა ორიგინალური პრინტი, მაშინ შეგიძლია კითხვა განაგრძო და ჩამოტვირთო Brief-ი.

პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ სტუდენტებისთვის პრინტების კონკურსს აცხადებს!

კონკურსის მიზანია აამაღლოს ცნობიერება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ და ხელი შეუწყოს საზოგადოების მიერ ამ ცნების სწორად აღქმას.

ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადა: 20.06.2017

კონკურსის ჟიურის წევრები არიან:

  • ნიკა გუჯეჯიანი – საქართველოს ბანკი, Creative Director
  • სოლომონ წიწუაშვილი – HOLMES & WATSON, Executive Account Manager
  • გიორგი პოპიაშვილი – Art Direction/copywriting
  • გიორგი ავალიანი – Leavingstone Digital Communications
  • ნიკა კუმბარი – Leavingstone, Art Director
  • გვანცა დათუაშვილი – SAATCHI & SAATCHI Tbilisi Creative Director
  • ლელა ხოფერია – Head of the Program on CSR promotion, The Center for Strategic Research and Development Georgia (CSRDG).

კონკურსის მხადამჭერები: თიბისი ბანკი და პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE. 2017

კონკურსის პირობები

მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა იყო უნივერსიტეტის ან პროფესიული სასწავლებლის სტუდენტი, დარეგისტრირდე ბმულზე: https://goo.gl/forms/UnBa9mBYRCaMoc6I3,

და გამოაგზავნე ნაშრომი მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრებით 20 ივნისამდე  მეილზე: print.competition.csr@gmail.com

ნაშრომის წარმდგენი შეიძლება იყოს ერთი ან მაქსიმუმ ორი ადამიანი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ მისამართზე: print.competition.csr@gmail.com

რეგისტრაციისა და ნაშრომების წარდგენის ბოლო ვადაა – 20 ივნისი.

გამარჯვებულის გამოვლენა

კონკურსს ეყოლება ორი გამარჯვებული, ერთი გამოვლინდება ჟიურის მიერ, ხოლო მეორე Facebook – ის აუდიტორიის მიერ. კონკურსის მხარდამჭერები – თიბისი ბანკი და პრინტის საერთაშორისო ფესტივალი დამატებით გამოავლენენ თავიანთ რჩეულს.

პრიზები

  • 300 ევრო – ჟიურის რჩეული
  • 100 ევრო – Facebook -ის გამარჯვებული (რომელიც გამოვლინდება Like-ბის მიხედვით)
  • თი ბი სი ბანკის და პრინტის საერთაშორისო ფესტივალის რჩეულს ექნება საშუალება სხვადასხვა თაობის ცნობილი ქართველი მხატვრების გვერდით, უსასყიდლოდ მიიღოს მონაწილეობა პრინტის საერთაშორისო ფესტივალი LIFE N STYLE-ის ფარგლებში გამართულ შოლკოგრაფიის და ოფორტის, ხელით ბეჭდვით ერთდღიან ვორკშოფში, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ავტომატურად გახდება ფესტივალის მონაწილე. ვორკშოფების თარიღებია: 2017 წლის 06 – 15.07, თბილისი.

ჟიურის შეფასების კრიტერიუმები

60% იდეა (დავალების სწორად გაგება, სწორი ინსაითის გამოძებნა, ინსაითზე მოფიქრებული იდეის შემოქმედებითობა და უნიკალურობა),  – 40% შესრულება (საინტერესო გადაწყვეტილება რომელიც ნათლად უკეთებს დემონსტრაციას მესიჯის აზრს, გადაწყვეტილების ტექნიკური შესრულება)

Facebook -ის გამარჯვებული

21 ივნისს ყველა წარმოდგენილი ნაშრომი 3 ივლისამდე დაიდება ფეისბუქის  გვერდზე Facebook გვერდზე და ლაიქების მიხედვით გამოვლინდება „საზოგადოების რჩეული“

ნაშრომების გამოფენა

გამარჯვებულები გამოვლინდებიან წარმოდგენილი ნაშრომების გამოფენაზე, რომელიც 8 ივლისს გაიმართება. აქვე მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ პრიზები.

გამოფენის ორგანიზებას და პრინტების ბეჭდვას უზრუნველყოფს კონკურსის ორგანიზატორი – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.

მნიშვნელოვანია!

ორგანიზატორები უფლებას იტოვებენ გამარჯვების შემთხვევაში მონაწილისგან  მოითხოვონ სტუდენტობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, რომლის არ ქონის შემთხვევაშიც კანდიდატი ავტომატურად გამოეთიშება პროცესს და კონკურსში გამარჯვების შანსს.

პროექტის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი” (CSRDG) არის სამოქალაქო ორგანიზაცია, რომელსაც გააჩნია სამოქალაქო სექტორში წარმატებული მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; ეკონომიკა და სოციალური პოლიტიკა; თემის/სოფლის განვითარება; გარემოს დაცვა; ხელისუფლების დეცენტრალიზაცია; მომხმარებელთა უფლებების დაცვა; კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა; სოციალური მეწარმეობა.

მიმდინარე კონკურსი ხორციელდება საერთაშორისო პროექტის სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივისფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

მხარდამჭერების შესახებ

კონკურსის მხარდამერები არიან: თიბისი ბანკი და საერთაშორისო პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE.

პრინტ ფესტივალი მეორედ ტარდება საქართველოში თიბისი ბანკის ხელშეწყობით. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების თითქოსდა მიტოვებული, მაგრამ ერთ ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ბეჭდვითი მედიის /ხელით, ორიგინალი ბეჭდვის/-სერიგაფია, ოფორტი, შოლკოგრაფია, ლითოგრაფია, ლინოგრავიურა…/აღორძინების ხელშეწყობას საქართველოში. ფესტივალი აგვისტოში დაიწყება ბათუმში, მოივლის მესტიას, თელავს, ოზურგეთს და ბოლო გაჩერება თბილისში იქნება.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *