ღია საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

,
Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ღია საგრანტო კონკურსი

და

ტრენინგი “პროექტის დაგეგმვა და საპროექტო განაცხადის მომზადება”

სათემო ორგანიზაციებისა და ჯგუფებისათვის

მოთხოვნები საკონკურსო განაცხადზე

6 აპრილი, 2017 წელი

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ბაზაზე მოქმედი თემის განვითარების რესურს ცენტრი იწვევს საქართველოში მოქმედ სათემო ორგანიზაციებს და ჯგუფებს საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

“საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი” არის საზოგადოებრივი, არამომგებიანი, არაპოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც 1995 წელს დაფუძნდა. 1998 წლიდან ორგანიზაციამ დაიწყო საქართველოში სათემო განვითარების მხარდამჭერი პროექტების განხორციელება, ხოლო 2011 წლიდან მის ბაზაზე თემის განვითარების რესურს ცენტრი – CSDRC ამოქმედდა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების შესაძლებლობების ზრდას, მათ შორის კავშირების დამყარებასა და მათ საქმიანობაზე ინფორმაციის ფართო აუდიტორიაზე გატანას.  რესურს ცენტრის საქმიანობის ფარგლებში სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს,  რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე/ადვოკატირებაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.

კონკურსის პირობები:

თემატიკა:  საგრანტო კონკურის თემატიკა შეზღუდული არ გახლავთ, თუმცა პრიორიტეტი მიენიჭება საპროექტო განაცხადს, რომელიც:

თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (გარემოსდაცვითი; გენდერული, ახალგაზრდული და სოციალური პრობლემები);
განხორციელების შემთხვევაში პროექტი თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
პროექტი განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს ;
ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ).
საგრანტო თანხის მაქსიმალური სიდიდე შეადგენს 7000 ლარს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლებამოსილება ენიჭებათ:

საქართველოში მოქმედ ყველა  რეგისტრირებულ სათემო ორგანიზაციასა თუ არაფორმალურ ჯგუფს, რომლებსაც ბოლო სამი წლის მანძილზე (2014-2016 წლები):

  • განხორციელებული აქვთ სულ მცირე ერთი პროექტი;
  • არ მიუღიათ კონკურსის განმცხადებლისგან რაიმე ფინანსური მხარდაჭერა ან დაუფინანსდათ მხოლოდ ერთი პროექტი;
  • კონკურსში მონაწილეთა განაცხადების შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ადმინისტრაციული ცენტრებიდან დაცილებულ  ან მოწყვლადი
  • ჯგუფების მიერ შექმნილ სათემო დაჯგუფებებს, რომელთა საქმიანობაც ძირითადად ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზეა ორიენტირებული.

პროექტის შერჩევის კრიტერიუმები:

  • პრობლემის აქტუალობა/სიმწვავე;
  • მოსახლეობის (განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდების) ჩართულობის მაღალი ხარისხი (პროექტში მოხალისეობრივი მონაწილეობა, ნატურის ან ფულადი წვლილი);
  • ადგილობრივი თვითმმართველობის და/ან ბიზნესის აქტიური თანამონაწილეობა (ფინანსური წვლილი);
  • რეალისტური სამოქმედო გეგმა და ბიუჯეტი;
  • პროექტის შედეგების სიცოცხლისუნარიანობა.

აუცილებელი პირობა

  • ფონდიდან მოთხოვნილი თანხის სულ მცირე 20 % უნდა  იყოს სხვა წყაროებიდან  (თემი, სხვა ორგანიზაცია/ფონდი, თვითმმართველობა, ბიზნესი და ა.შ.) თანადაფინანსება, მათ შორის თემის/მოსარგებლეების ფულადი შენატანი;
  • პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.

განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულ ორგანიზაციებს გამოავლენს დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია სათემო განვითარებაზე მომუშავე ორგანიზაციის წარმომადგენლებით და შესაბამისი სფეროს ექსპერტებით.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა და ჯგუფებმა უნდა წარმოადგინონ სააპლიკაციო ფორმა (სააპლიკაციო ფორმა)

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

  • განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე: annadirashvili@gmail.com
  • ან ნაბეჭდი სახით სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის ოფისში.
  • განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა  2017 წლის 11 მაისი, 17:00 სთ.

დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად. განსხვავებული ფორმით წარმოდგენილი განაცხადები და არასრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმები არ განიხილება.

საბოლოო გადაწყვეტილება პროექტის დაფინანსების თაობაზე მიღებულ იქნება არაუგვიანეს 2017 წლის 5 ივნისისა.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ – cdrc.ge

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

თბილისი, დელისის 1 შესახვევი 5ა, ტელ: (+995 32) 2399019/18

e-mail: annadirashvili@gmail.com

საკონტაქტო პირი: ანი ნადირაშვილი

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.
0 replies

Leave a Reply

Want to join the discussion?
Feel free to contribute!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *