Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2017 წლის 18 აგვისტოს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის  ფარგლებში დაფინანსებული პროექტები

საგრანტო კონკურსის „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“ პირობების თანახმად კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს როგორც ინდივიდუალური განმცხადებლის, ასევე კონსორციუმის სახით. კონკურსში წარმოდგენილი იყო 19 განაცხადი, აქედან დაფინანსდა 5 პროექტი.

1. პროექტი: “ადვოკატირება ქვემო ქართლის რეგიონში ტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად”

განმახორციელებელი ორგანიზაციები:

  • ა(ა)იპ ქვემო ქართლის ეთნოშორისი ერთობა
  • ა(ა)იპ სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი

საგრანტო თანხის ოდენობა: 13,940 ლარი

2. პროექტი: “თვითმართველობის საზოგადოებასთან სიახლოვის მონიტორინგი”

განმახორციელებელი ორგანიზაციები:

  • ა(ა)იპ საზოგადოება “ბილიკი“
  • ა(ა)იპ ახალგაზრდა მკვლევართა და ანალიტიკოსთა გაერთიანება

საგრანტო თანხის ოდენობა: 13,949 ლარი

3. პროექტი: “საჯარო სამსახურის რეფორმის მონიტორინგი ადგილობრივ თვითმმართველობებში”

განმახორციელებელი ორგანიზაციები:

  • ა(ა)იპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
  • ა(ა)იპ ნეოფილების კლუბი

საგრანტო თანხის ოდენობა: 13,950 ლარი

4. პროექტი: “ჩემი უფლება – ჩემი შესაძლებლობა”

(შშმ პირთა ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინების ხელშეწყობა ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ)

განმახორციელებელი ორგანიზაციები:

  • ა(ა)იპ დემოკრატიული გაძლიერების ცენტრი
  • ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის

საგრანტო თანხის ოდენობა: 13,950 ლარი

5. პროექტი: “საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა დასაქმების,

პროფესიული გაერთიანების, შრომის, სოციალური პოლიტიკის და თანაბარი შესაძლებლობების ნაწილში”

განმახორციელებელი ორგანიზაცია:

  • ა(ა)იპ ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი

საგრანტო თანხის ოდენობა: 13,950 ლარი

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.
პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.