საგრანტო კონკურსი

,

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”

.

კონკურსის ფარგლებში, CSRDG იწვევს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს როგორც ინდივიდუალური განმცხადებლის, ასევე კონსორციუმის სახით საგრანტო განაცხადების წარმოსადგენად.

საგრანტი განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 სექტემბერი 2017 წელი, 18:00 საათი.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადის პირობებისა და ფორმის შესახებ.