კონკურსი “ჩემი, შენი, ჩვენი თემი”

,

კონკურსი „ჩემი, შენი, ჩვენი თემი“ ცხადდება „სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“(CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

კონკურსის მიზანი:

  • ახალგაზრდებში სოციალურიპასუხისმგებლობისა და სოლიდარობის გრძნობის ამაღლება;
  • ქალაქად მცხოვრები ახალგაზრდების თემთან დაახლოება;
  • თემის/სოფლის პოპულარიზაცია;
  • თემში არსებული პრობლემური საკითხების გადაწყვეტა.
  • რატომ არის კონკურსი სტუნდეტებისთვის საინტერესო?

    • შეუძლიათ გახდნენ თემის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარების ინიციატორები;
    • უკეთ გაეცნონ თემში არსებულ მდგომარეობას; ადგილობრივ პრობლემებს და ცხოვრების სპეციფიკას;
    • გაიღრმავონ პრაქტიკული გამოცდილება;
    • გაიარონ სერთიფიცირებული ტრენინიგები;
    • აიმაღლონ ცოდნა ფონდების მოძიებასა და საპროექტო განაცხადის მომზადებაში;
    • უკეთ მოახდინონ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება;
    • განივითარონ გუნდური მუშაობის უნარები;
    • დაამყარონ ახალი და საინტერესო კონტაქტები;
    • მიიღონ საზოგადოებრივ ორგანიზაციაში შემდგომი სტაჟირების შესაძლებლობა;
    • გამარჯვების შემთხვევაში განახორციელონ თავიანთი პროექტები.
    • კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია
      პირველადი რეგისტრაციის ფორმა
      ქეისები თსუ-ს სტუდენტებისთვის

პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”

ევროკავშირის ახალი პროექტი -„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.

ჩვენი ინიციატივა მიზნად ისახავს:

    • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებას, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდას, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერებას ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
    • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობას საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოებისინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (KEDEC) თანამშრომლობით.

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

მხატვარ-ილუსტრატორის ვაკანსია

,

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს კონკურსს მხატვარ-ილუსტრატორის პოზიციაზე Video scribing ტიპის ვიდეოებისთვის სკეჩების შესაქმნელა.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი 2017 წელი .

სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).

კონკურსი საექსპერტო მომსახურებაზე

,

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს კონკურსს საექსპერტო მომსახურებაზე ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების სხვადასხვა სფეროს ანალიზის მიზნით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 16 ოქტომბერი 2017 წელი.
სრული ინფორმაცია კონკურსის შესახებ

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას.

პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (KEDEC).