Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

 სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე 2018 

 World Social Work Day 2018

ჩვენ ვაშენებთ დემოკრატიულ, თავისუფალ და მუდმივად განვითარებად საქართველოს, რომელიც დასავლური ცივილიზაციის სრულუფლებიანი წევრია… სოციალური მუშაობა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია…

მე მინდა დავიწყოთ ადამიანების და ადამიანთა ჯგუფების ჩამოთვლით, რომელთა პოტენციალს საზოგადოება ვერ ან არ იყენებს, ესენი არიან:
• სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ადამიანები
• ხანდაზმულები
• უმრავლესობისგან განსხვავებული ეროვნების მქონე ადამიანები
• უმრავლესობისგან განსხვავებული რელიგიის მქონე ადამიანები
• უმრავლესობისგან განსხვავებული სექსუალობის მქონე ადამიანები
• შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
• მსჯავრდებულები ან/და ყოფილი მსჯავრდებულები
• ბავშვები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზით ეზღუდებათ განვითარების საშუალება და ბევრი სხვა…
ამ ჯგუფების მიმართ დისკრიმინაციის და თანადგომის ნაკლებობის გამო, მათ არ ეძლევათ საშუალება გააცნობიერონ/განავითარონ თავიანთი შესაძლებლობები და გამოიყენონ საზოგადოების, ქვეყნის და ზოგადად კაცობრიობის საკეთილდღეოდ.
ადამიანი კი თავის თავშივე მოიცავს განსხვავებულობას და მრავალფეროვნებას. მრავალფეროვნება ნიშნავს:
• განსხვავებულ გამოცდილებას
• განსხვავებულ ცოდნას/ექსპერტიზას და ინფორმაციას
• განსხვავებულ პერსპექტივას განვითარებაზე
სწორედ ადამიანების მრავალფეროვნება, ამ მრავალფეროვნების რესურსად აღქმა და ამ რესურსის სრული მასშტაბით გამოყენება არის პროგრესის მამოძრავებელი ძალა ჯგუფებისთვის/ორგანიზაციებისთვის, თემებისთვის, ქვეყნებისთვის და ზოგადად კაცობრიობისთვის.
უბრალოდ ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ სულ რაღაც ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ყველა მოქალაქეს მიუხედავად მათი სხვადასხვა მახასიათებლისა თუ მიკუთვნებულობისა, მივეცით საშუალება ქვეყნის საკეთილდღეოდ გამოიყენოს თავის პოტენციალი. წარმოვიდგინოთ რა სისწრაფით წავალთ წინ… ისიც წარმოვიდგინოთ რამდენად ბედნიერია თვითრეალიზებული ადამიანი და რამდენად სასიამოვნოა ასეთი ადამიანების გარემოცვაში ცხოვრება…
მე პირადად სწორედ ასეთ ქვეყანაში მინდა ვიცხოვრო… და სწორედ ამას ვაკეთებთ სოციალური მუშაკები, ვქმნით ისეთ გარემოს, სადაც ყველა ადამიანი მაქსიმალურად იყენებს თავის პოტენციალს, არის ბედნიერი და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი…


ზურაბ ტატანაშვილი,
პროექტის მენეჯერი / საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრი
ივანე ჯავახიშვილ
ის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი


საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, მხარს უჭერს სოციალური მუშაობის განვითარებას საქართველოში და აქტიურად მონაწილეობს მიმდინარე კანონშემოქმედებით და პროფესიის მხარდამჭერ სხვა აქტივობებში.
CSRDG-ს სახელით გილოცავთ ყველა სოციალურ მუშაკს დღესასწაულს და წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში ინდივიდების, ჯგუფების და საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ეკა ურუშაძე,
აღმასრულებელი დირექტორი
საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი

We are building a democratic, independent and constantly developing Georgia, which is a valuable member of the western civilization. Social work is inseparable part of this process…
I would like to start with listing of groups of people, whose potential is lost, rather than utilized for public and their own good. Such groups are
• People under the poverty line;
• Elderly;
• Ethnic or religious minorities;
• Sexual minorities;
• People with disabilities;
• People in penitentiary system and on probation, former inmates;
• Children whose development is hindered by different factors and many others
Due to discrimination and lack of support, these groups have less chance to understand/develop their potential and use it to contribute in welfare of the society, the country and the wold in general.
Human being itself means diversity. diversity means:
• Different experience;
• Different knowledge/expertise and information
• Different perspectives on development
Human diversity, its perception as a resource and utilizing this resource is the engine of the development of groups/organizations, communities, countries and the human being in general.
Let’s just imagine for a minute that for only a year all citizens of Georgia, regardless their different identities and features, use their potential and skills to contribute in developing the country. Let’s imagine how fast we will develop… Let’s also imagine how happy the self-actualized people are and how pleasant it is to live with the those who have a feeling of self-actualization…
I personally would love to live in such country… and this is exactly what we, the social workers do; we’re developing the environment where every individual uses her/his potential, is happy and a valuable, fully integrated and realized member of the society.

Zurab Tatanashvili
Project Manager at Center of Strategic Research and Development of Georgia
Member of Georgian Social Work Association
Professor at Iv. Javakhishvili Tbilisi State University

Center of Strategic Research and Development of Georgia supports development of social work in Georgia and actively participates in law-making and other activities to support the profession.
On behalf of CSRDG, I would like to congratulate the World Social Work day 2018 to all social workers and wish you success for welfare of individuals, groups and societies in general.

Eka Urushadze
Executive Director
The Center of Strategic Research and Development of Georgia

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.