Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციათა კონსორციუმებისათვის გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგები

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ, 2018 წლის 26 თებერვალს, გამოცხადდა საგრანტო კონკურსი – „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონალური განვითარების სახითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“. კონკურსი ჩატარდა პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში. კონკურსის პირობების თანახმად მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს კონსორციუმის სახით.

კონკურსში წარმოდგენილი იყო 16 განაცხადი, აქედან დაფინანსდა 5 პროექტი.

გთავაზობთ დაფინანსებული პროექტების ჩამონათვალს:

  • პროექტი: „ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში – ასოცირების ევროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მაგალითზე”

განმახორციელებელი ორგანიზაციები: ა(ა)იპ ქვემო ქართლის მედია; ა(ა)იპ ბოლნისის ენის სახლი.
პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: ქვემო ქართლი: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო.

  • პროექტი: „მართვის ევროპული პრინციპები და მათი შეთავსება ქართულ პრაქტიკასთან”

განმახორციელებელი ორგანიზაციები: ა(ა)იპ საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი; ა(ა)იპ გურიის მედიატორთა ასოციაცია.
პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი და მის შემადგენლობაში შემავალი სამი ადმინისტრაციული ერთეული: ჯუმათი, ბაილეთი და მერია.

  • პროექტი: „ქვემო ქართლის რეგიონის განვითარების სტრატეგიის განხორციელების მონიტორინგი”

განმახორციელებელი ორგანიზაციები: ა(ა)იპ მწვანე კავკასია; ა(ა)იპ სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი.
პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: ქვემო ქართლი: რუსთავი, გარდაბანი, მარნეული, ბოლნისი, დმანისი, წალკა, თეთრიწყარო.

  • პროექტი: „შშმ პირთა სოციალიზაციის კუთხით განხორციელებული მუნიციპალური პროექტების მონიტორინგი და ადვოკატირება“

განმახორციელებელი ორგანიზაციები: ა(ა)იპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ხულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კავშირი; ა(ა)იპ უსინათლოთა ხმა.
პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: აჭარა: ქედა, შუახევი, ხულო.

  • პროექტი: “ლენტეხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის მიერ რეგიონის განვითარების სტრატეგიული მიზნების შესაბამისი ამოცანების შესრულების მონიტორინგი”

განმახორციელებელი ორგანიზაცია: ა(ა)იპ საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კავშირი; ა(ა)იპ კავკასიის ჟურნალისტთა ცენტრი.
პროექტის განხორციელების გეოგრაფიული არეალი: სვანეთი: ლენტეხი, დაბა ლენტეხი.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ყველას მონაწილეობისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC). პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.