Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურსს რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის “სექტორთაშორისი პარტნიორობის ხელშეწყობა”.

საგრანტო კონკურსის მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) კონცეფციის პოპულარიცაზია და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობის კულტურის დამკვიდრება, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს რეგიონის მდგრად განვითარებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ რეგიონულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ან მათ კოალიციებს.

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით საკონსულტაციო შეხვედრების განრიგი

  • ბათუმი – 5 სექტემბერი, 11 სთ. – ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტი”
    მის: ბათუმი, ფიროსმანის ქ.№18, ოფისი 16
  • ქუთაისი – 5 სექტემბერი, 4 სთ. – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
    მის: პუშკინის ქ.№6
  • ზუგდიდი – 6 სექტემბერი, 12 სთ. – ათინათი
    მის: ზუგდიდი, რუსთაველის ქ.№94
  • ახალციხე – 7 სექტემბერი, 12 სთ. – დემოკრატ მესხთა კავშირი
    მის: ახალციხე, რუსთაველის ქ.№26
  • გორი – 7 სექტემბერი, 5 სთ. – გორის საინფორმაციო ცენტრი
    მის: გორი, ჩიტაძის ქ.№3
  • მარნეული – 10 სექტემბერი, 3 სთ. – დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
    მის: ქ.მარნეული, გიორგაძის ქ.№1
  • თელავი – 11 სექტემბერი, 12 სთ. – კახეთის მედია ცენტრი
    მის: თელავი, ილია ჭავჭავაძის ქ. №160

წარმოდგენილ განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა დაგანვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია, რომელიც დაკომლექტებულია პროექტის განმახორციელებლი ორგანიზაციების წარმომადგენლებითა და მოწვეული ექსპერტებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 31 ოქტომბერი, 18:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.