Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ჩვენ შესახებ

1995 წელს, ქართული საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნება, თუმცა თვლიდნენ, რომ სწორედ ამ ფორმით არის შესაძლებელი მოსახლეობისთვის სასარგებლო საქმიანობის გაწევა. ამ იდეით, 1995 წლის ივლისში, დავაფუძნეთ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG).

ორგანიზაციის დაარსების დღიდან, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას.

მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების შედეგად, დავიმკვიდრეთ ძლიერი კვლევითი, ექსპერტული, ასევე სანდო პარტნიორისა და საზოგადოების განვითარებაზე მიმართული საქმიანობების განმახორციელებელი ორგანიზაციის სახელი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.