Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დახურული საგრანტო კონკურსი დედოფლისწყაროს და ყვარლის სათემო ჯგუფებისა და ეკოკლუბებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) პროექტ “ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა” ფარგლებში აცხადებს დახურულ კონკურსს.

საგრანტო კონკურსის ძირითადი მიზანია, ხელი შეუწყოს სამიზნე თემებში ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებსა და ეკოკლუბის წევრებს გარემოსდაცვით საქმიანობების, კერძოდ: ორგანული ნარჩენების გადამუშავების გზით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების დემონსტრირებასა და განხორციელებაში.

იხილეთ, კონკურსის პირობები, განაცხადის ფორმა და ბიუჯეტის ფაილი

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გაეროს განვითარების „მცირე გრანტების პროგრამა – საქართველოში“ (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა“, რომელიც 2018 წლის ოქტემბერში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში სრულდება.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.