Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დახურული საგრანტო კონკურსი სამიზნე სათემო ორგანიზაციები და ჯგუფებისთვის 

მიკროგრანტების პროგრამა ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის “გენდერული თანასწორობისათვის საქართველოში” დაფინანსებით მიმდინარე “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” პროექტის – “ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის” ფარგლებში. ასევე, მიკროგრანტების პროგრამის თანადამფინანსებელია ფონდი “კონსტანტა”.

პროექტის ძირითადი მიზანია ქალთა თანასწორობის, მათი ეკონომიკური და სამოქალაქო გააქტიურების ხელშეწყობა სამეგრელოს და კახეთის რეგიონის 11 მუნიციპალიტეტის (სენაკი, აბაშა, მარტვილი, ხობი, ჩხოროწყუ, ლაგოდეხი, თელავი, საგარეჯო, ყვარელი, ახმეტა და დედოფლისწყარო) 26 თემში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • მარტვილის მუნიციპალიტეტი – ბანძა;
  • სენაკის მუნიციპალიტეტი – ნოქალაქევი;
  • აბაშის მუნიციპალიტეტი – სამიქაო;
  • ხობის მუნიციპალიტეტი – თორსა-დღვაბა;
  • ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი – ხაბუმე, მუხური, ჩხოროწყუ, ლესიჭინე და ნაფიჩხოვო;
  • თელავის მუნიციპალიტეტი – ფშაველი, ნაფარეული, სანიორე და რუისპირი;
  • ახმეტის მუნიციპალიტეტი – ჯოყოლო, ქვემო ალვანი და ზემო ალვანი;
  • საგარეჯოს მუნიციპალიტეტი – უდაბნო;
  • ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი – ჰერეთისკარი, აფენი, ვარდისუბანი, შრომა და ცოდნისკარი;
  • ყვარელის მუნიციპალიტეტი – ენისელი;
  • დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – არბოშიკი, ხორნაბუჯი და ზემო ქედი.

იხილეთ, კონკურსის პირობები

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.