Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

შედეგები – დახურული საგრანტო კონკურსის სათემო ჯგუფებისა და ეკოკლუბებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) გადაწყვეტილებით, 2018 წლის საგრანტო კონკურსში, რომელიც ჩატარდა გაეროს მცირე გრანტების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა“ ფარგლებში, გაიმარჯვა შემდეგმა პროექტებმა:

  • „ერთად შევქმნათ უკეთესი გარემო“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჯუმათი;
  • „ახალი სიცოცხლე უსარგებლო ნარჩენებს“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ქვემო ნატანები;
  • „ფოთოლცვენა“ – ახმეტის მუნიციპალიტეტი, სოფელი ზემო ალვანი;
  • „დასრულებული სუფთა სივრცე“ – ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, დაბა ჩხოროწყუ.

ძვირფასო მეგობრებო და კოლეგებო! პროგრამის სახელით მადლობას გიხდით ყველას მონაწილეობისთვის და აქტიური თანამშრომლობისთვის.

ყველა მონაწილეს, რომლებიც ამ ეტაპზე ვერ მოხვდნენ გამარჯვებულთა სიაში, გისურვებთ წარმატებას მომავალ საგრანტო კონკურსში! იმედს ვიტოვებთ, ჩვენი აქტიური და ნაყოფიერი თანამშრომლობით ჩვენ, ერთად შევძლებთ ნარჩენების მართვის საკითხებში ახალი და საინტერესო პროგრამების განხორციელებას, რაც შეცვლის ჩვენს მომავალს უკეთესობისკენ.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი გაეროს განვითარების „მცირე გრანტების პროგრამა – საქართველოში“ (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს „ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების პრაქტიკის და ალტერნატიული მეთოდების დანერგვა“, რომელიც 2018 წლის ოქტემბერში დაიწყო და 2019 წლის ნოემბერში სრულდება.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.