Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

დასრულდა ტრენინგის მესამე ციკლი ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ

წარმატებით დასრულდა ტრენინგის მესამე ციკლი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესახებ.

ტრენინგის მიზანია, ტრენინგის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგს.

ტრენინგზე მრავალფეროვანი სესიების საშუალებით განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • არასამთავრობო ორგანიზაციების როლი საზოგადოებაში;
  • როგორ ჩავატაროთ მონიტორინგი;
  • ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა საქართველოსთვის;
  • შესავალი ადამიანის უფლებებში;
  • ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში;
  • კარგი მმართველობა;
  • დემოკრატიული არჩევნების ისტორია;
  • სამართლის უზენაესობა;
  • სურსათის უვნებლობა;
  • კონკურენციის პოლიტიკა;
  • დასაქმებულთა უფლებები;
  • თანამშრომლობა ევროკავშირთან აუდიოვიზუალურ და მედიის პოლიტიკის სფეროში;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დაფინანსების ევროპული მიდგომები, ქართული რეალობა და პერსპექტივები;
  • საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოლიტიკა: მედიკამენტების ხელმისაწვდომობის ევროპული გამოცდილება, ქართული რეალობა, პერსპექტივები;
  • გარემოსდაცვითი პოლიტიკა: ნარჩენების მართვა;
  • მომხმარებელთა უფლებების დაცვა;
  • სოფლის განვითარების პოლიტიკა – საერთაშორისო მიდგომები, საქართველოს რეალობა, რეფორმები, მიმართება ევროპასთან;

ტრენინგების ციკლის დასრულების შემდგომ, 2019 წლის იანვრიდან, გამოცხადდება მცირე გრანტების კონკურსი ქართული რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგისათვის.

ტრენინგის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული ტრენინგის ციკლი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.