Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ეფექტური მომსახურება ქოლ-ცენტრში

ტრენინგის მიზანია, ეფექტური სატელეფონო მომსახურების გაწევისთვის საჭირო, სპეციფიკური უნარების განვითარება/გაუმჯობესება. ეფექტური მომსახურების ძირითად პრინციპებთან და სტანდარტებთან ერთად ტრენინგ პროგრამაში ყურადღება გამახვილებულია არავერბალური კომუნიკაციის გამოყენებაზე, სატელეფონო ზარის მართვაზე, სიჩუმის მართვასა და სატელეფონო ზარების პროფესიონალურად დასრულებაზე.
ტრენინგი განკუთვნილია ქოლ-ცენტრის ოპერატორებისთვის და ორგანიზაციის იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც სატელეფონო ურთიერთობა აქვთ კლიენტებთან.

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 1-3 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • ეფექტური სატელეფონო მომსახურების სტანდარტი და პრინციპები;
  • ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები;
  • კლიენტის საჭიროებების დადგენა;
  • ხმის მახასიათებლები;
  • სატელეფონო ზარის მართვა (გადამისამართება, დალოდება);
  • პოზიტიური და დამაჯერებელი ენა;
  • რთულ კლიენტებთან ურთიერთობა და რთული სიტუაციების მართვა;
  • სატელეფონო ზარის დასრულება.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.