Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ეფექტური მომსახურება

ტრენინგის მიზანია, მონაწილეთათვის ეფექტური მომსახურების უნარების გაუმჯობესება, ეფექტური მომსახურების სტანდარტების გაცნობა და იმ ჩვევების გამომუშავება, რომლებიც კლიენტის კმაყოფილებისა და ლოიალობის მოპოვების შესაძლებლობას ქმნის.
ტრენინგი განკუთვნილია მომსახურების სფეროში მომუშავე თანამშრომლებისთვის, რომელთაც პირადი შეხება აქვთ კლიენტებთან.

მონაწილეთა რაოდენობა: 10-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • ეფექტური მომსახურების სტანდარტები და პრინციპები;
  • კომუნიკაციის პროცესი;
  • ეფექტური კომუნიკაციის ტექნიკები;
  • არავერბალური კომუნიკაცია;
  • კლიენტის ნდობის მოპოვება;
  • კლიენტის საჭიროებების დადგენა;
  • ემპათიის მნიშვნელობა;
  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის არსი;
  • პოზიტიური და დამაჯერებელი ენის გამოყენება;
  • შეცდომებზე რეაგირება;
  • უარის თქმა და უარყოფითი ინფორმაციის მიწოდება კლიენტისთვის;
  • რთულ კლიენტებთან ურთიერთობა და რთული სიტუაციების მართვა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.