Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ვაკანსია ექსპერტისათვის ევროასოცირების შეთანხმებით მოცული რამდენიმე სფეროს აღწერისა და შესრულების შეფასებისთვის

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანასებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს ექსპერტებს ევროასოცირების შეთანხმებით მოცული რამდენიმე სფეროს აღწერისა და შესრულების შეფასებისთვის.

ანგარიშები უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე, მათი მოცულობა შეზღუდული არ არის. ანგარიშების სამიზნე ჯგუფია მთავრობის საქმიანობის მონიტორინგით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციები. ანგარიშები გამოქვეყნდება ელექტრონულად ვებ-გვერდზე www.asocireba.ge და, აგრეთვე, გამოყენებული იქნება ვებ-გვერდის შინაარსობრივად შევსებისთვის (მ.შ. “თაიმლაინების” დასახვეწად და ახლების დასამატებლად).

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 20 მარტი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.