Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

გრაფიკული დიზაინერი – CSR კონკურსის დიზაინის შექმნისა და ბრენდინგისათვის


საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) იწყებს განაცხადების მიღებას გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე კორპორაციული სოციალური პასუხიმსგებლობის კონკურსის მასალების (ბეჭდური და ონლაინ) დიზაინის შექმნისა და ბრენდინგის მიზნით.

ტექნიკური დავალება იხილეთ ბმულზე

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

    • CV;
    • პორტფოლიო სულ მცირე 3 განხორციელებული პროექტით;
    • მისი ხედვის შესაბამისი მომსახურების სრული ფასი ლარში.

მეილზე – salometopuridze@csrdg.ge

შეკითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ- (+995) 99326555

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 10 ივლისი 2018, 18:00 საათი.

CSR კონკურსი ცხადდება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული საზოგადოებრივი ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.