Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

გუნდის მართვა და ლიდერობა

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებმა გაიაზრონ ლიდერობის არსი, განსაზღვრონ, რას ნიშნავს ეფექტური ლიდერობა, რამდენად მნიშვნელოვანია ორგანიზაციაში ლიდერების არსებობა და როგორ არის შესაძლებელი გუნდის წარმატებით გაძღოლა. ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები, აგრეთვე, გააანალიზებენ, რა არის გუნდი, როგორ ხდება კარგი და ეფექტიანი გუნდის ჩამოყალიბება და რა როლი აქვს ამ პროცესში ლიდერს.
ტრენინგი ძირითადად განკუთვნილია მენეჯერებისთვის, სხვადასხვა განყოფილების, ქვეგანყოფილების თუ მცირე გუნდის ხელმძღვანელებისთვის.

მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

    • რა არის გუნდი?;
    • ჯგუფი და გუნდი;
    • გუნდის შეკვრა, გუნდის განვითარების ფაზები;
    • როლების განაწილება გუნდში;
    • ძალაუფლება, გავლენა, ლიდერობა;
    • ლიდერი და მენეჯერი;
    • ლიდერობის თეორიები და მოდელები, სიტუაციური ლიდერობა;
    • ლიდერი და მენეჯერი.
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.