24.04.2014 Geo | Eng
კვლევები და პუბლიკაციები
მოვლენათა კალენდარი
<<< აპრილი 2014 >>>
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ  
  1 2 3 4 5 6  
7 8 9 10 11 12 13  
14 15 16 17 18 19 20  
21 22 23 24 25 26 27  
28 29 30          



  ახალი ამბები
2012-03-31
სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად

31 მარტს პროექტის - “სტუდენტები სოციალური მეწარმეობის მხარდასაჭერად” – ფარგლებში მოეწყო ბას-ტური ”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის” სტუდენტებისათვის, რომლებიც ესტუმრნენ თბილისსა და ჯავახეთში მოქმედ 3 სოციალურ საწარმოს. ესენია:

 

კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის - ეტლების საამქრო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები აწარმოებენ ”ყველგანგამავალი” კონსტრუქციის მაღალი ხარისხის ეტლებს ინვალიდებისთვის. აღნიშნული საწარმო კავკასიის რეგიონში ერთადერთია.

   

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,სამცხე ჯავახეთის დემოკრატ ქალთა საზოგადოება’’ (ქ. ახალციხე)- სოციალური საწარმო სამკერვალო, სადაც მზადდება ტანსაცმელი სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ქალებისთვის. საწარმოში დასაქმდნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალები თავიანთი ეკონომიური პრობლემების მოგვარების მიზნით. ამ საწარმოში გუნდებმა მიიღეს საკონკურსო დავალება.

   

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ”სასოფლო საკონსულტაციო სამსახური” (ქ. ახალციხე)- აგრომარაზია ”ფერმერი” და ფერმერებისთვის მექანიზაციის სერვისის შეთავაზება. მაღაზიათა ქსელში 500-ზე მეტი სახეობის მაღალხარისხიანი აგროპროდუქცია იყიდება. სამცხე-ჯავახეთის რაიონის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფ ოჯახებს საწარმო მექანიზაციის სერვისებს უფასოდ სთავაზობს.

   


(c) 2004, CSRDG