Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება მოქმედი სოციალური საწარმოებისთვის

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) და „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ მოქმედ სოციალურ საწარმოებს სთავაზობს საჭიროებებზე მორგებულ ინდივიდუალურ საკონსულტაციო მომსახურებას.

კონკურსის ძირითადი მიზანი

სოციალურ მეწარმეებს მისცეს შესაძლებლობა პროფესიონალ კონსულტანტთა გუნდთან ერთობლივი მუშაობით გააუმჯობესონ საწარმოს საქმიანობის შედეგები, როგორც ბიზნეს, ასევე სოციალური კუთხით.

საკონსულტაციო მომსახურების მიღება შესაძლებელია სოციალური შედეგების დაგეგმვის და შეფასების მეთოდების, მარკეტინგულ, ფინანსურ, საგადასახადო და იურიდიულ საკითხებზე.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

კონკურსში განაცხადის შემოტანა შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ საზოგადოებრივ და სათემო ორგანიზაციებს, რომლებსაც აქვთ სოციალურ მიზნებზე ორიენტირებული სამეწარმეო საქმიანობის მინიმუმ 3 თვიანი გამოცდილება

განაცხადების შემოტანის საბოლოო ვადაა 2018 წლის 20 აპრილი, 18:00 სთ.
დაგვიანებული განაცხადები არ განიხილება!

იხილეთ კონკურსის პირობები და სააპლიკაციო ფორმა

კონკურსი „ინდივიდუალური საკონსულტაციო მომსახურება მოქმედი სოციალური საწარმეობისთვის“ ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებენ „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ „განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი“ და „საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი“.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.