Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კითხვა-პასუხი

“ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში გამოცხადდა საგრანტო კონკურსს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“.

კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

დაინტერესებული პირების მიერ დასმული კითხვები შესაბამისი პასუხებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე, რომელიც პერიოდულად განახლდება განაცხადების მიღების ვადის ამოწურვამდე. (2019 წლის 10 თებერვალი)

კითხვა-პასუხი

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

  • ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakhtang@csrdg.ge;
  • დაგვირეკოთ მობილურზე: 557 000 261.

    განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 თებერვალი.

    კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
    პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)..

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.