Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“(CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში იწვევს ჟურნალისტებს და მედია-ორგანიზაციებს მონაწილეობა მიიღონ ჟურნალისტური ნამუშევრების კონკურსში „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.

კონკურსის მიზანია, ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობა და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს (ჟურნალისტს/ბლოგერს), რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში ან ბლოგში.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება ხუთი გამარჯვებული მედია მასალა შემდეგ ნომინაციებში:

  • სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული სტატია);
  • სატელევიზიო მასალა;
  • მულტიმედია, ვიდეო მასალა (ონლაინ მედიაში გამოქვეყნებული ვიდეო, ანიმაცია ან სხვა ტიპის მულტიმედია მასალა);
  • რადიო მასალა (რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა);
  • ბლოგი;

წარმოდგენილ ნამუშევრებს შეაფასებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მიერ შექმნილი საკონკურსო კომისია. ჟიურის წევრთა ვინაობა ცნობილი გახდება დაჯილდოების ცერემონიაზე.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 22 ოქტომბერი

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.