Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კონკურსი ევროასოცირების შეთანხმების ტრენერის პოზიციაზე

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანასებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, გეგმავს ტრენინგების ჩატარებას, რომლის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობათა გაძლიერება ასოცირების შეთანხმებასთან დაკავშირებული რეფორმების მონიტორინგისა და ადვოკატირების კუთხით.

CSRDG აცხადებს კონკურსს ევროასოცირების შეთანხმების ტრენერის პოზიციებზე შემდეგი მიმართულებებით:

  • რეგიონული განვითარება;
  • ენერგეტიკული პოლიტიკა;
  • სატრანსპორტო პოლიტიკა;
  • გარემოსდაცვითი პოლიტიკა;
  • დასაქმებულთა დაცვა;
  • სურსათის უვნებლობა;
  • ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე საქართველოს საბიუჯეტო დახმარების პროგრამები.

ტრენინგები ჩატარდება 2019 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში (სულ 12 ტრენინგი)

ძირითადი მოთხოვნები:

    • უმაღლესი განათლება შესაბამის სფეროში;
    • შესაბამისი სფეროს/საკითხის ღრმა ცოდნა, ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
    • შესაბამის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის კარგი ცოდნა;
    • შესაბამის სფეროში ტრენინგების ჩატარების გამოცდილება;
    • საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობის სპეციფიკის ცოდნა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა მოგვაწოდონ: ინტერესის განაცხადი (თანდართული ფორმატით), რეზიუმე/CV ინგლისურ ენაზე (თანდართული ფორმატით).

წერილის სათაურში მიუთითეთ „EUAA Trainer” და მოთხოვნილი დოკუმენტები გამოგზავნეთ შემდეგ ელ–მისამართზე: csrdg.ge@gmail.com

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.