Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კონკურსში „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ წარდგენილი ნამუშევრები

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა“ (CSRDG) პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში, 2018 წელს პირველად ჩაატარა მედია კონკურსი „ჟურნალისტები კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“.

კონკურსის მიზნად ისახავს, ქართულ მედია სივრცეში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის აქტიური და სწორი გაშუქების ხელშეწყობას და ამ გზით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის დამკვიდრებას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლო, ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე ჟურნალისტს, რომელმაც საკონკურსოდ წარმოდგენილი მასალა გამოაქვეყნა საქართველოში რეგისტრირებულ მედია-საშუალებაში.

კონკურსის გამარჯვებულები, რომელთა ნაშრომებიც შეაფასა CSRDG-ის მიერ შექმნილმა საკონკურსო კომისიამ, უახლოეს მომავალში გამოვლინდებიან.

გაეცანით კონკურსში წარდგენილ ნაშრომებს

სტატია (ბეჭდური ან ონლაინ მედიით გასული):

სატელევიზიო მასალა:

მულტიმედია:

რადიო მასალა (რადიორეპორტაჟი, გადაცემა ან რუბრიკა):

ბლოგი:

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.