Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პროგრამები

სოციალური მეწარმეობა

CSRDG-ს ბაზაზე შეიქმნა „სოციალური მეწარმეობის ცენტრი“, რომლის მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარებით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მიზნობრივი ჯგუფების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

თემის განვითარება

მრავალწლიან გამოცდილებაზე დაყრდნობით, 2011 წლიდან ორგანიზაციის ბაზაზე ამოქმედდა თემის განვითარების რესურს ცენტრი, რომელიც საქართველოში მოქმედ სათემო ჯგუფებს და ორგანიზაციებს მრავალმხრივ საინფორმაციო და ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს.

ევროინტეგრაციის ხელშეწყობა

2015 წლიდან დავიწყეთ ევროინტეგრაციის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც თავდაპირველად ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სფეროს რამდენიმე მიმართულებაზე იყო ორიენტირებული, 2017 წლიდან კი  პროგრამამ ამ შეთანხმებების პრაქტიკულად ყველა მიმართულება მოიცვა.

კარგი მმართველობა

CSRDG-ს დაფუძნებისას ერთ-ერთი მთავარი აქცენტი და მიმართულება იყო ადგილობრივ აქტივისტთა ჯგუფების მხარდაჭერის გზით ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და სამოქალაქო კულტურის ფორმირება.

სოციალური პასუხისმგებლობა

CSRDG-მ, ადგილობრივ ორგანიზაციებს შორის, პირველმა დაიწყო საუბარი ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) დანერგვის მნიშვნელობის შესახებ. მას შემდეგ CSRDG წარმატებით მუშაობს ამ მიმართულებით.

მომხმარებლის უფლებების დაცვა

CSRDG-მ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მუშაობა 2009 წლიდან დაიწყო და რამდენიმე წელიწადში, ამ მიმართულებით ერთ-ერთ წამყვან საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.