Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კარგი მმართველობა

მიზანი

პროგრამის საქმიანობის მიზანია, ადგილობრივ აქტივისტთა ჯგუფების მხარდაჭერის გზით, ადგილობრივი დემოკრატიის განვითარება და სამოქალაქო კულტურის ფორმირება.

როგორ დავიწყეთ?!

1998 წლიდან მმართველობის სისტემის დეცენტრალიზაციის საკითხებზე აქტიურად ვმუშაობთ. მრავალწლიანმა საქმიანობამ, არაერთმა განხორციელებულმა ინიციატივამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საქმეში. შესაბამისად, კარგი მმართველობის ხელშეწყობის პროგრამა ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებად ჩამოყალიბდა.

პროგრამის ფარგლებში, ჩვენი ექსპერტები ამზადებენ კვლევებსა და რეკომენტაციებს, რომლის საშუალებითაც ვეხმარებით ცენტრალურ და ადგილობრივ პრობლემების გადაწყვეტაში.

ჩვენი ექსპერტების მიერ მომზადებული პრაქტიკული ხასიათის კვლევები და დიაგნოსტიკური ანგარიშები ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა თვითმმართველი ერთეულების ფისკალური დამოუკიდებულობა, მუნიციპალური ქონების ფორმირება/განკარგვა, დემოკრატიული მმართველობის სისტემები, დეცენტრალიზაცია, მოქალაქეთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სხვა.

გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმონაწილეობთ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებულ ინიციატივებსა და პროექტებში, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.

როგორ ვმუშაობთ?!

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.