Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მომხმარებლის უფლებების დაცვა

მიზანი

პროგრამის საქმიანობის მიზანია ქვეყანაში სახელისუფლებო სტრუქტურების მიერ მომხმარებლის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა საკანონმდებლო და ინსტიტუციურ დონეზე. ამ მიზნის მისაღწევად ვმუშაობთ შემდეგი მიმართულებებით:

  • მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლება;
  • სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და ბაზრის მონიტორინგი;
  • საკანონმდებლო ცვლილებების ლობირება.

რას და როგორ ვაკეთებთ?

  • გვაქვს მუდმივი კავშირი მომხმარებელთან ჩვენი ვებ და ფეისბუქ გვერდების საშუალებით. გვაქვს ცხელი ხაზი 032 219 42 42;
  • მომხმარებლებისაგან მიღებული საჩივრების საფუძველზე, პროდუქტების ლაბორატორიული ანალიზის ჩატარების ორგანიზებას ვახდენთ;
  • შემოწმებების შედეგების შესახებ ვახდენთ მომხმარებლების ინფორმირებას;
  • აღმოჩენილი დარღვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდება შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს;
  • მომხმარებელს ვუწევთ იურიდიულ კონსულტაციას;
  • ვახდენთ იმ სახელმწიფო უწყებების საქმიანობის მონიტორინგს, რომლებიც მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობენ;
  • თვალს ვადევნებთ მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო რეფორმებს;
  • შევიმუშავებთ რეკომენდაციებს სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობისა და კანონმდებლობის გასაუმჯობესებლად;
  • ვამზადებთ საინფორმაციო-საგანმანათლებლო მასალებს მომხმარებლის უფლებების საკითხებზე;
  • ხელს ვუწყობთ მედიას მომხმარებლის უფლებებთან დაკავშირებული საკითხების გაშუქებაში;
  • ვეხმარებით სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მომხმარებლის უფლებების სფეროში საქმიანობის დაწყებაში.

როგორ დავიწყეთ?

მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით ორგანიზაციამ მუშაობა 2009 წელს დაიწყო სასურსათო ბაზრის მონიტორინგით და დღეისათვის სასურსათო ბაზართან ერთად, შესაძლებლობების ფარგლებში ვცდილობთ სხვა სამომხმარებლო მიმართულებითაც მონიტორინგის განხორციელებას.

2011 წლიდან შეიქმნა საიტი momxmarebeli.ge, სადაც შეიძლება იპოვოთ ინფორმაცია:

    • რა უფლებები აქვს მომხმარებელს;
    • რა ვალდებულებები აქვს პროდუქციის მწარმოებელს და გამყიდველს;
    • ვის, სად და როგორ უნდა მიმართოთ, თუკი თქვენი უფლებები დაირღვა.

გარდა ამისა, საიტის საშუალებით შესაძლებელია თქვენი და სხვისი გამოცდილების გაზიარება პროდუქტებთან, მეწარმეებთან ან მომწოდებლებთან დაკავშირებით; როგორ შეიძლება თქვენი უფლებების დაცვა სხვადასხვა სიტუაციაში; რა წინააღმდეგობები შეიძლება შეგხვდეთ და როგორ გადალახეს ეს წინააღმდეგობები სხვა მომხმარებლებმა. ასევე შესაძლებელია მიიღოთ საიტის ადმინისტრატორებისგან და მომხმარებლებისგან რჩევები და დახმარება.

ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, პროგრამამ ამ მიმართულებითაც დაიწყო მუშაობა. რადგან ხელშეკრულების ძირითადი ნაწილი DCFTA სწორედ სამომხმარებლო სფეროს დარეგულირებას უწყობს ხელს.

დონორები

პროგრამის ამჟამინდელი დონორია ორგანიზაცია „პური მსოფლიოს“ (გერმანია).

სხვადასხვა დროს პროგრამის დონორები იყვნენ ევროკომისია, ევროპის ფონდი და ფონდი „ღია საზოგადოება — საქართველო“.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ

ვებ-გვერდი: momxmarebeli.ge

ფბ-გვერდი: momxmarebeli.ge

წლიური ანგარიში:

პუბლიკაციები:

ბროშურები:

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.