Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

სოციალური მეწარმეობა

მიზანი

სოციალური მეწარმეობის  განვითარების პროგრამა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა 2009 წელს დაიწყო.

  • პროგრამის მისიაა სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით ხელი შეუწყოს საზოგადოებაში დადებით სოციალურ და გარემოსდაცვით ცვლილებებს.
  • პროგრამის მიზანია, სოციალური მეწარმეობის განვითარებით უზრუნველყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.

რას და როგორ ვაკეთებთ?

საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი მიზნის მისაღწევად დაინტერესებული პირებისთვის და ორგანიზაციებისთვის მართავს ტრენინგებს, კონსულტაციებს, ყოველწლიურ ფორუმს, კონფერენციებსა და სტუდენტურ კონკურსს სოციალური მეწარმეობის ხელშესაწყობად, ასევე, იკვლევს საერთაშორისო და ადგილობრივ ტენდენციებს სოციალური მეწარმეობის განვითარების მიმართულებით.

დამწყები სოციალური საწარმოების მხარდაჭერის მიზნით აცხადებს საგრანტო კონკურსებს, ხოლო გამარჯვებულ ორგანიზაციებს საქმიანობის პროცესში ორგანიზაციულ, ფინანსურ, მარკეტინგულ და საკანონმდებლო საკითხებზე უწევს პერიოდულ კონსულტაციებს. სოციალური მეწარმეობის ქართულ გარემოსთან უკეთ მოსარგებად ცენტრი მუშაობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან, როგორც ადგილობრივ ისეცენტრალურ დონეზე.

სოციალური მეწარმეობის განვითარება საზოგადოებაში დადებითი სოციალური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევის მდგრადობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, შესაბამისად, აღნიშნული დარგის განვითარება ქვეყანაში დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეკოსისტემის ფორმირების საწინდარია.

როგორ დავიწყეთ?

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი პიონერი ორგანიზაციაა საქართველოში სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშემწყობი გარემოს ფორმირების პროცესში

პროგრამა ცენტრმა 2009 წელს დაიწყო. ამ პერიოდში, ქვეყანაში არ იყო იდენტიფიცირებული თვითონ ცნების მნიშვნელობა, შესაბამისად, ცენტრის მიერ განხორციელებულმა აქტივობებმა მხარი დაუჭირა სოციალური მეწარმეობის გნავითარებას საქართველოში, თემა გახადა აქტუალური და სხვადასხვა სამთავრობო, არასამთავრობო თუ ბიზნეს ინსტიტუციები დააინტერესა თემის აქტუალობით.

სად ხორციელდება პროექტი?

პროგრამა ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით.

დონორები

პროგრამაში ჩართული არიან ცენტრის ამ მიმართულების გუნდი, გერმანული ორგანიზაცია „პური მსოფლიოსთვის“, ევროკავშირი.

პროგრამის პარტნიორები არიან არბაითერ სამარიტერ ბუნდი, განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრი, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“.

პროგრამით გათვალისწინებულ სხვადასხვა აქტივობებს მხარს უჭერენ ისეთი ორგანიზაციები/კომპანიები, როგორებიც არიან ფოთის პროტი, საქართველოს ბანკი, ჯეოსელი და ა.შ.

პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ

ვებ-გვერდი: სოციალური მეწარმეობის ცენტრი

ფბ-გვერდი: სოციალური მეწარმეობის ცენტრი

წლიური ანგარიში:

პუბლიკაციები:

ბროშურები:

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.