Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა

მიზანი

პროგრამის მიზანია, საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კონცეფციისა და პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობა.

რატომ მიგვაჩნია მნიშვნელოვნად კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება?!

თანამედროვე მსოფლიოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა  გლობალური მნიშვნელობის საკითხს წარმოადგენს. კერძო სექტორი ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და გავლენიან მოთამაშეს წარმოადგენს საბაზრო ეკონომიკაში. გლობალური თუ ეროვნული დონის პრობლემები ვერ გადაიჭრება ბიზნესის აქტიური მონაწილეობის გარეშე.

საყოველთაოდ აღიარებულია, რომ სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას მრავალი დადებითი შედეგი მოჰყვება ქვეყანისათვის.

საქართველოში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება მრავალ დადებით შედეგს მოიტანს, კერძოდ, ეს ხელს სეუწყობს:

  • ცალკეული სოციალური თუ ეკოლოგიური პრობლემების ეფექტურ მოგვარებას ამ პრობლემების გადაწყვეტაში ბიზნესის ჩართვის გზით;

  • საერთაშორიოს ვაჭრობის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვას;

  • ქართული კომპანიების ჩართვას მულტინაციონალურ მოწოდების ჯაჭვებში;

  • ქვეყნის ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ზრდას;

  • ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში გათვალისწინებული მოთხოვნების უფრო ეფექტურ შესრულებას.

რას და როგორ ვაკეთებთ?

ჩვენი სტრატეგია საქართველოში CSR – ის განვითარებაა, რისთვისაც:

  • ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სექტორებთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი გარემოს ჩამოყალიბების მიზნით;
  • ვმუშაობთ მთავრობასთან კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ხელშემწყობი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების, შესაბამისი ინსტიტუციური და საკანონმდებლო გარემოს ჩამოყალიბების მიზნით;
  • საერთაშორისო პრაქტიკის ანალიტიკური კვლევები;
  • რეკომენდაციები მთავრობისათვის;
  • ვმუშაობთ: სამოქალაქო ორგანიზაციებთან; მედიასთან; უნივერსიტეტებთან;
  • კონფერენციები;
  • დაინტერესებულ მხარეთა ფორუმები;
  • საინფორმაციო სემინარები;
  • სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები უნივერსიტეტებისათვის;
  • მიკროგრანტები სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის;
  • ვთანამშრომლობთ ბიზნეს კომპანიებთან, რათა დავეხმაროთ მათ დანერგონ საკუთარ  საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის თანამედროვე სტანდარტები.

საქართველოში CSR-ის კონცეფციის პოპულარიზაციისა და სხვადასხვა სექტორების ინფორმირების მიზნით, ცენტრი ატარებს საკომუნიკაციო კამპანიებს, ტრენინგებს, სემინარებს, დაინტერესებულ მხარეთა ფორუმებს და კონფერენციებს:

  • CSRDG-ი რამდენიმე სამოქალაქო ორგანიზაციასთან ერთობლივად განახორციელა საკომუნიკაციო კამპანია ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან სოციალური პასუხისმგებლობის და სოციალური პარტნიორობის საკითხებზე (2004-2005 წწ.)
  • სემინარი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი სექტორის როლი ამიერკავკასიის რესპუბლიკების (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი) სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის (თბილისი, 2009 წ.)

როგორ დავიწყეთ?

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 2004 წლიდან ახორციელებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების პროგრამას. ადგილობრივი  ორგანიზაციებიდან CSRDG-ი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ამ მიმართულებით დაიწყო მუშაობა.

სად ვმუშაობთ?

პროგამა საქმიანობს როგორც თბილისში, ასევე საქართველოს რეგიონებში, სხვადასხვა ორგანიზაციებთან და სექტორებთან, როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო დონეზე.

მიღწევები

ადგილობრივ დონეზე

  • 2005 წელს ცენტრმა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციასა და ბიზნეს-ფედერაციასთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების თაობაზე;
  • 2006-2007 წლებში ცენტრმა ჩაატარა ორი სოციოლოგიური კვლევა კორპორატიული პასუხისმგებლობისადმი მოსახლებოსა და კერძო სექტორის დამოკიდებულების და არსებული გამოცდილების შესასწავლად; (ორიცე კვლევა გამოქვეყნებულია)
  • ცენტრმა გაეროს განვითარების პროგრამის რეგიონალურ პროქტთან ერთად( რომელიც უძღვება საქართველოში „გლობალური შეთანხმების“ ინიციატივას) ჩაატარა კვლევა „საქართველოში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება და მოლოდინი“;
  • 2009 წელს ცენტრმა თორმეტ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს;
  • 2015 წელს ცენტრმა მრავალ სხვა ბიზნეს კომპანიასა თუ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად ხელი მოაწერა CSR კლუბის დამფუძნებელ ქარტიას.

საერთაშორისო დონეზე

  • 2007 წლიდან CSRDG გაეროს „გლობალური შეთანხმების” (UN Global Compact) რეგიონული ქსელის აქტიური წევრია; („გლობალური შეთანხმება“ გაეროს დაფუძნებული საერთაშორისო ინიციატივაა. მისი მიზანია მსოფლიოში სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების ხელშეწყობა.)
  • 2010 წლიდან CSRDG არის ”ანგარიშგების გლობალური ინიციატივის” (Global Reporting Initiative) ორგანიზაციული მხარდამჭერი; (”ანგარიშგების გლობალური ინიციატივა” არის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების ანგარიშგების უნივერსალური ფორმატის შემუშავება და დახვეწა.)
  • 2016 წლიდან ცენტრი არის ”გლობალური პრო ბონო ქსელის” წევრი.

პრობონო პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა

2015 წლიდან CSRDG აქტიურად მუშაობს საქართველოში პრო ბონო კონცეფციისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.

რა არის Pro Bono: Pro Bono პრო სერვისები, აღნიშნავს კომპანიების მიერ სამოქალაქო ორგანიზაციებისათვის მაღალკვალიფიციური პროფესიული მომსახურების გაწევას უსასყიდლოდ, ანუ საზოგადოების საკეთილდღეოდ.

  • 2015 წელს “ცენტრის“ ინიციატივით და BMW-ს კორპორატიული ფონდის მხარდაჭერით დაარსდა საქართველოს პრო ბონო ქსელი – არაფორმალური გაერთიანება საქართველოში მოქმედი ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიებისა, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ. ”ცენტრი“ ადმინისტრაციულ და საექსპერტო მხარდაჭერას უწევს ქსელის საქმიანობას;

  • ქსელის წევრებმა ხელი მოაწერეს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს ქსელის საზეიმო პრეზენტაციის ღონისძიებაზე;

  • „ცენტრის” ინიციატივით ქსელის წევრი კომპანიებისათვის ჩატარდა არაერთი სემინარი და სამუშაო შეხვედრა;

  • `საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით „ცენტრმა“ 2015 წელს წამოიწყო პრო ბონო სერვისების მედიაციის ინიციატივა. ინიციატივა აკავშირებს ერთმანეთთან პრო ბონო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებსა და ბენეფიციარ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, კომპანიათა ექსპერტიზის სფეროებისა და საზოგადოებრივ ორგანიზაციათა საჭიროებების მიხედვით;

  • 2016 წელს „ცენტრი” გახდა „გლობალური პრო ბონო ქსელის“ წევრი;

  • 2016 წელს „ცენტრმა“ ჩაატარა საქართველოში პირველი კრეატიული პრო ბონო მარათონი. მარათონის ფარგლებში საქართველოს წამყვანი 7 კრეატიული სააგენტოს პროფესიონალებმა უსასყიდლოდ შეიმუშავეს ინოვაციურ და კრეატიულ მარკეტინგული სტრატეგიები 7 ბენეფიციარი სოციალური საწარმოსათვის (ანუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ დაარსებული სოციალური მიზნების მქონე მცირე საწარმოებისათვის).ალბათ ბმული ფეისბულის ივენთზე, სადაც ფოტოებია და მეტი იფნო; ან ბმული ჩვენს პრო ბონო გვერდზე;

  • 2016 წლის ოქტომბერში „ცენტრმა” უმასპინძლა საერთაშორისო პრო ბონო კვირეულს.

დონორები და პარტნიორები

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.