Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

თემის განვითარება

მიზანი

საქართველოს სოფლებში სამოქალაქო საზოგადოების განვითარება სათემო ორგანიზაციების დახმარებითა და ადგილობრივი ლიდერების გაძლიერების გზით.

იმისათვის რომ:

  • ადგილობრივ დონეზე განვითარდეს სამოქალაქო საზოგადოება;
  • გაღვივდეს საზოგადოებაში სამოქალაქო პასუხისმგებლობის და სოლიდარობის გრძნობა;
  • მოხდეს ადგილობრივ დონეზე თემში არსებული პრობლემების აღმოჩენა და სისტემური დახმარება;
  • გაიზარდოს ადგილობრივი მოსახლეობისთვის საჭირო სერვისებზე წვდომა;
  • ხელი შეეწყოს ადგილზე არსებული – ინტელექტუალური, კულტურული, თუ სამეწარმეო პოტენციალის აღმოჩენას და შემდგომ განვითარებას;
  • თემის წარმომადგენლებმა უკეთ გაიცნონ კანონით მინიჭებული უფლებები და შეძლონ მათი გამოყენება;
  • აქტიურად ჩაერთოს თემი ადგილობრივი გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარებაში.

რას და როგორ ვაკეთებთ?

დასახული მიზნის მისაღწევად:

  • ვავლენთ ადგილობრივ ლიდერებს (აქცენტით ქალებსა და ახალგაზრდებზე), ინიციატივიან ადამიანებს, რომელთაც გული შეტკივათ სოფელში არსებულ პრობლემებზე და ვეხმარებით მათ დააფუძნონ სათემო ორგანიზაციები ან არაფორმალური საინიციატივო ჯგუფები, რათა უკეთ შეძლონ დასახული მიზნების მიღწევა.
  • სათემო ორგანიზაციებს და ლიდერებს ვასწავლით:
    • თემთან მუშაობას და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების გამოვლენას;
    • პროექტების მომზადებას და ადგილობრივი რესურსების მოძიებას;
    • გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობის მექანიზმებს;
    • ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობას;
    • სამიზნე ჯგუფების ინტერესების დაცვას;
    • გუნდურ მუშაობას და ეფექტური მართვის პრინციპებს;
    • გენდერული თანასწორობის პრინციპებს;
    • საზოგადოებასთან ურთიერთების და სოციალური მედიის გამოყენების ინსტრუმენტებს;
    • მცირე ბიზნესის დაგეგმვას;
  • სათემო და საინიციატივო ჯგუფებისთვის გავცემთ მიკრო გრანტებს ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად;
  • სათემო ჯგუფებსა და ორგანიზაციებს ვაკავშირებთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პროგრამებთან;
  • სამიზნე თემების საჯარო სკოლებთან ჩამოვაყალიბეთ ეკოკლუბები სადაც ადრეული ასაკიდანვე ვაწვდით ინფორმაციას გარემოს დაცვითი და ბუნებრივი რესურსების მართვის შესახებ;
  • ეკოკლუბებს ვაკავშირებთ სათემო ჯგუფებთან და ხელს ვუწყობთ ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას;
  • ორგანიზაციის ბაზაზე შექმნილი თემის განვითარების რესურს ცენტრის მეშვეობით, სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს რეგულარულად ვაწვდით მათთვის საინტერესო ინფორმაციას;
  • ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზებით კი ხელს ვუწყობთ მათ შორის კონტაქტების დამყარებას და გამოცდილების გაზიარებას;
  • ყოველწლიურად ვაწყობთ სათემო ლიდერთა ფორუმს, სადაც ვავლენთ და ვაჯილდოვებთ წლის საუკეთესო სათემო ინიციატივას;

როგორ დავიწყეთ?

ორგანიზაციამ თემის განვითარების მიმართულებით მუშაობა 1998 წლიდან დაიწყო.

  • 1998 – 2005 წლებში ორგანიზაცია მხოლოდ ორ: ოზურგეთისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მუშაობდა;
  • 2006 – 2013 წლებში პროგრამა ქსელური გახდა და მოიცვა კახეთის, სამეგრელოსა და გურიის მუნიციპალიტეტები. პროგრამას CSRDG-სთან ერთად, რეგიონული პარტნიორი ორგანიზაციებიც შეუერთდნენ. 2013 წლიდან მეტ აქცენტს ვაკეთებთ სათემო ჯგუფებში ქალთა ჩართულობაზე;
  • 2011 წელს ორგანიზაციის ბაზაზე ფუნქციონირება დაიწყო თემის განვითარების რესურს ცენტრმა, რითაც ორგანიზაციის საქმიანობის არეალი გააფართოვა და მან მთელი საქართველო მოიცვა;
  • ამავე წლიდან ორგანიზაცია გახდა თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალის (Community Development Journal) საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი;
  • 2015 წლიდან გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში, სათემო ჯგუფებში შევიტანეთ გარემოსდაცვითი კომპონენტი. ამჟამად სქართველოს მასშტაბით სამოცამდე ეკო კლუბი მუშაობს ჩვენი მხარდამჭერით.

ამ ეტაპზე, უფრო ფოკუსირებულად ვმუშაობთ 31 თემში და შესაბამისად, ხელს ვუწყობთ ამ თემებში შექმნილი სათემო ჯგუფების და ორგანიზაციების ინსტიტუციურ გაძლიერებას.

სად ვმუშაობთ?

თემის განვითრების პროგრამა რესურს ცენტრის სერვისებით მთელ საქართველოს ფარავს, მაგრამ – კახეთის, სამეგრელოს და გურიის რეგიონებში კონკრეტული პროექტების ფარგლებში უფრო მიზანმიმართულად საქმიანობს.

ვინ არიან ჩვენი დონორები და პარტნიორები?

პროგრამის ფინანსური მხარდამჭერები:

1. პური მსოფლიოსათვის ” CSRDG 2013-2016 წლის პროგრამა”

2. გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის” მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი “ქალთა გაძლიერება ცვლილებისათვის”.

3. თემის განვითარების საერთაშორისო ჟურნალი (ბრიტანეთი) – CDJ – Community Developmen Journal

4. გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამა UNDP/GEF

5. გერმანიის სამოქალაქო განთლების ფედერალური სააგენტო BPB

პროგრამის პარტნიორები:

1. „საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია“ (ლაგოდეხი)

2. ასოციაცია “ათინათი” (ზუგდიდი)

3. გურიის მედიატორთა ასოციაცია

4. ეკოკლუბების ალიანსი საქართველოს

გაინტერესებთ უფრო მეტი პროგრამის შესახებ?

ვებ-გვერდი: facebook: თემის განვითარების რესურს ცენტრი

წლიური ანგარიში:

პუბლიკაციები:

ბროშურები:

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.