Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მიმდინარე პროექტები

CSRDG-ს ძირითადი პროგრამა 2017-2020 წლები

პროექტის მიზანი

სამოქალაქო საზოგადოების, სოციალურად პასუხისმგებელი ბიზნესისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობა სიღარიბის დაძლევისა და ქვეყნის მდგრადი განვითარებისათვის.

სტრატეგიული ამოცანები

  • სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, რათა შეძლონ საკუთარი მიზნობრივი ჯგუფების ინტერესების დაცვა და მათთვის შესაბამისი სერვისების მიწოდება;
  • სამოქალაქო სექტორის, ბიზნესისა და მოქალაქეთა სოციალური პასუხისმგებლობა გაზრდა;
  • მთავრობისა და სამოქალაქო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა ეფექტური, ღია და საჭიროებებზე დაფუძნებული მმართველობის დასამყარებლად.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017 – 2020 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 1 232 400 ევრო

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

ევროკავშირის ახალი პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას.

ინიციატივის მიზანი

  • სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნება, მათ შორის სახელმწიფო ფონდებისა და კერძო სექტორის გააქტიურებით, მოხალისეობის ინსტიტუტის ხელშეწყობითა და საგადასახადო გარემოს გაუმჯობესებით;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ დაიცვან მოქალაქეთა პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები და ინტერესები;
  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება ხელისუფლებასთან, მედიასთან და ბიზნეს სექტორთან;
  • სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი ინიციატივების ხელშეწყობა საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების განხორციელებისას.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი

პროექტის დონორები

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 5 070 000 ევრო

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 5000 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის

პროექტის მიზანი

ქალთა გენდერული თანასწორობისა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში. ასევე, სათემო ჯგუფებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, სამოქალაქო სექტორსა და ადგილობრივ ბიზნესს შორის ურთიერთობების დამყარება და გაძლიერება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2018 წელი (აღნიშნული პროექტის ორი ეტაპი დასრულებულია. ამჟამად, მიმდინარეობს მესამე ეტაპი)

პროექტის დონორი

პროექტის პარტნიორები

  • ადგილობრივი კოორდინატორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 97 000 აშშ დოლარი

სრული ინფორმაცია თემის განვითარების პროგრამის შესახებ

გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად

პროექტის მიზანი

კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა, საზოგადოებრივი ორგანიზაციებს, ბიზნეს კომპანიებსა და სახელმწიფო უწყებებს შორის თანამშრომლობის მექანიზმების ჩამოყალიბებით და მიზნობრივი ჯგუფის წარმომადგენლებისთვის სამუშაო ადგილების შექმნით.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2020 წელი

პროექტის დონორი

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 243 530 ევრო

ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის

პროექტის მიზანი

ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობების დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკურენტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა, სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.

პროექტის ამოცანა

  • ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების პოტენციალის გაძლიერება და ადგილობრივი შესაძლებლობებისა და რესურსების ოპტიმალური გამოყენება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2021 წელი

პროექტის დონორი

პროექტის წამყვანი ორგანიზაცია

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 112 600 ევრო

სოციალური მეწარმეობა - ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის

პროექტის მიზანი

სოციალური მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობით საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდა, რათა მათ უკეთ შეძლონ სოციალური და გარემოსდაცვითი მიზნების მიღწევა და მოწყვლადი ჯგუფების ეკონომიკური გაძლიერება.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2016-2019 წელი

პროექტის დონორები

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 679 201 ევრო

სრული ინფორმაცია სოციალური მეწარმეობის პროგრამის შესახებ

ღია წვის შედეგად მდგრადი ორგანული დამბინძურებლების გარემოში გაფრქვევის წინააღმდეგ ორგანული საყოფაცხოვრებო ნარჩენების რეციკლირების ალტერნატიური მეთოდების დანერგვა

პროექტის მიზანი

მიზნობრივ თემებში, სათემო ლიდერებისა და ეკო კლუბების წევრთა ცნობიერების ამაღლება ნარჩენების ღია წვის ზიანსა და მის ალტერნატიულ მეთოდებზე, სადემონსტრაციო მეთოდების საშუალებით. პროექტი ხორციელდება კახეთის, სამეგრელოსა და გურიის – 50 თემში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2019 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 90 000 აშშ დოლარი

ადგილობრივი თემების მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა ტერიტორიების კონსერვაციის საქმეში

პროექტის მიზანი

მიზნობრივ თემებში, ადგილობრივი სათემო ორგანიზაციების, საინიციატივო ჯგუფებისა და ეკოკლუბის წევრების ხელშეწყობა გარემოსდაცვითი საქმიანობების განხორციელებაში. კერძოდ, ორგანული ნარჩენების გადამუშავების გზით, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების, შენახვისა და გადამუშავების ინოვაციური ტექნოლოგიების დემონტრირებასა და განხორციელებაში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2017-2019 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 50 000 აშშ დოლარი

სოციალური დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობის გაძლიერება სტრატეგიულ დიალოგში საქართველოში

პროექტის მიზანი

მიზნობრივ მუნიციპალიტეტებში (გორის, ტყიბულის, ხონისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტები) სოციალური სერვისების მიწოდების გაუმჯობესება, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საჯარო სექტორს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2016-2018 წელი

პროექტის დონორები

პროექტის განმახორციელებელი

პროექტის ბიუჯეტი

  • 533 275 ევრო
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.