Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

მოხალისეთა მართვა

ტრენინგის მიზანია, დაეხმაროს მონაწილეებს განავითარონ ან დახვეწონ მოხალისეთა მართვის სისტემა. ტრენინგ პროგრამის ფარგლებში განიხილება მოხალისეთა მართვის სფეროს გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მონაწილეები მიიღებენ ცოდნას მოხალისეთა მოზიდვის, განვითარებისა და შენარჩუნების შესახებ და მიიღებენ შესაბამის პრაქტიკულ გამოცდილებას.
ტრენინგი განკუთვნილია იმ ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის, რომლებიც სარგებლობენ მოხალისეთა მომსახურებით ან რომლებიც გეგმავენ თავიანთ საქმიანობაში მოხალისეთა რესურსის გამოყენებას.

მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • მოხალისეობის ფორმები და მოდელები;
  • მოხალისეთა მართვის ციკლი;
  • მუშაობის დაგეგმვა მოხალისეებთან;
  • მოხალისეთა მოზიდვის მეთოდები;
  • მოხალისეთა შერჩევა: გასაუბრებისთვის მომზადება;
  • მოხალისეთა ორიენტირება;
  • მოხალისეებსა და ხელფასირებულ თანამშრომლებს შორის ურთიერთობის დარეგულირება;
  • მოხალისეთა განვითარება: სწავლება სამუშაო ადგილზე;
  • მოხალისეთა ზედამხედველობა, შესრულებული სამუშაოს შეფასება;
  • მოხალისეთა აღიარება (მოტივირება) და შენარჩუნება.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.