Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

შეფასება და მონიტორინგი

ტრენინგის მიზანია, მონაწილეებმა გააანალიზონ პროექტის მონიტორინგისა და შეფასების მნიშვნელობა და განივითარონ ამ მიმართულებით მუშაობისთვის აუცილებელი უნარები. ტრენინგის პროცესში მონაწილეები გაიაზრებენ, თუ რა განსხვავებაა მონიტორინგს და შეფასებას შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი თითეულის ეფექტურად განხორციელება. ისინი, აგრეთვე, გავარჯიშდებიან მონიტორინგის გეგმის შედგენასა და მონიტორინგის და შეფასების სხვადასხვა მეთოდის გამოყენებაში.

მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • პროექტის ციკლი;
  • პროექტის დაგეგმვის და განხორციელების ეტაპები;
  • პროექტის მონიტორინგის და შეფასების მნიშვნელობა;
  • განსხვავებები მონიტორინგისა და შეფასების პროცესებს შორის;
  • მიზნების და ინდიკატორების შემუშავება;
  • მონიტორინგის და შეფასების გეგმის შედგენა;
  • ინფორმაციის შეგროვების მეთოდები: კითხვარის შედგენის ტექნიკა, ჩაღრმავებული ინტერვიუს ტექნიკა, ფოკუს ჯგუფის დაგეგმვა;
  • პროექტის შეფასების ტექნიკური დავალების შედგენა.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.