Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი დასრულებულია

პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ დასრულებულია.

კონკურსის მიზანი იყო კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის ხელშეწყობა.

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრები საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის Facebook გვერდის საშუალებით ფართო საზოგადოებას გაეცნო და გამარჯვებულიც საზოგადოების მოწონების მიხედვით გამოვლინდა.

კონკურსის გამარჯვებული ხათუნა თურმანიძე გახდა და ფულადი პრიზიც მას გადაეცა.

კონკურსის გამარჯვებული ნამუშევარი

საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრები

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი მადლობას უხდის ყველა მონაწილეს საკონკურსოდ წარმოდგენილი ნამუშევრებისათვის.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.