Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს პრინტებისა და ფოტონამუშევრების კონკურსს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის თემაზე!

კონკურსის მიზანია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და საზოგადოების მხრიდან კონცეფციის სწორი აღქმის ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ საქართველოს მოქალაქეს (დიზაინერებს, ფოტოხელოვანებს, ფოტომოყვარულებს და ა.შ.).

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:

      • შეავსოთ მარტივი სააპლიკაცო ფორმა, რომელიც განთავსებულია შემდეგ – ბმულზე
      • გამოაგზავნოთ საკონკურსო მასალა ელ ფოსტაზე – csringeorgia@gmail.com
      • საკონკურსო მასალასთან ერთად გამოაგზავნეთ პირადობის მოწმობის დასკანერებული ასლი

დამატებითი კითხვების შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ, ნომერზე: 599 69 09 69 ან მოგვწეროთ: csringeorgia@gmail.com; საკონტაქტო პირი: ელენე ჩხეიძე.

ნამუშევრების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 30 სექტემბერი, 18:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის(KAS) ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.