Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პრო ბონო მარათონი 2017

2017 წლის 27 ოქტომბერს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და საქართველოს ბანკმა ერთობლივად უმასპინძლეს პრო ბონო მარათონს. აღნიშნული ღონისძიება გლობალური პრო ბონო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. საქართველოში, უკვე მეორე წელია, CSRDG პრო ბონო მარათონის ორგანიზატორია.

რა არის პრო ბონო?
ტერმინი „პრო ბონო“ გულისხმობს, მოხალისეობრივ საწყისებზე, სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის ან მოქალაქეებისათვის პროფესიული მომსახურების გაწევას. ერთდღიანი, ექსკლუზიური ღონისძიების ფარგლებში, პრო ბონო სერვისის მიმწოდებელი კომპანიების პროფესიონალთა გუნდი, სამოქალაქო ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრაზე მუშაობენ.

წლევანდელი მარათონის ფარგლებში საქართველოს ბანკის 15 თანამშრომელმა, მთელი დღის განმავლობაში, უსასყიდლოდ, ანუ პრო ბონოდ, გაუწიეს კონსულტაციას 7 სამოქალაქო ორგანიზაციას, რის შედეგადაც ამ ორგანიზაციათა წინაშე არსებული 40-მდე პრობლება გადაიჭრა. კონსულტაცია შეეხო ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: სამართლებრივი საკითხები, ადამიანური რესურსების მართვა, მარკეტინგი, სოციალური მედიის მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა და სხვა.
პრო ბონო მარათონის ბენეფიციარი სამოქალაქო ორგანიზაციები მუშაობენ საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან სხვადასხვა საკითხზე თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. აღნიშნული სამოქალაქო ორგანიზაციებია: გურიის აგრობიზნეს ჯგუფი, ნაბიჯი მომავლისკენ, სამოქალაქო განვითარების ასოციაცია (საგა), ასოციაცია „ათინათი“, ასოციაცია „ანიკა“, ასოციაცია „ქსენონი“, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთი”.

გლობალური პრო ბონო კვირეული აღინიშნება ყოველი წლის ოქტომბრის ბოლო კვირას მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაში. 2016 წლიდან ამ ქვეყნების რიცხვს საქართველოც შეურთდა. შარშან, ისევე როგორც წელს, გლობალური პრო ბონო კვირეულის მასპინძელი იყო საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი. 2016 წელს კვირეულის ფარგლებში გაიმართა რამდენიმე ღონისძიება, მათ შორის – კრეატიული პრო ბონო მარათონი, სადაც 12 საათის განმავლობაში 7 კრეტიული სააგენტო უსასყიდლოდ მუშაობდა სოციალური საწარმოებისთვის მარკეტინგული სტრატეგიების შესაქმნელად.
წელს პრო ბონო კვირეულის ფარგლებში, CSRDG-ის ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე ღონისძიების ჩატარება საქართველოს პრო ბონო ქსელთან თანამშრომლობით.
მოცემული ღონისძიება წარმოადგენს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ CSSI-ის ერთ-ერთი კონკრეტული აქტივობას. პროქტის მიზანია, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის ხელმშემწყობი გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება, მოქალაქეების მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდა და კავშირების განმტკიცება სხვა აქტორებთან.

პროექტის ფარგლებში ჩატარდება სულ მცირე 110 აქტივობა და გაიცემა 79 გრანტი, რომლითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების მინიმუმ 5000 წარმომადგენელი. პროექტის საერთო ბიუჯეტია 5,07 მილიონი ევრო (ევროკავშირის წვილი – 3,8 მილიონი ევრო), საგრანტო კომპონენტი – 715 ათასი ევრო. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (KEDEK) პარტნიორობით.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.