Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პრო ბონო მასტერკლასი თემაზე “სოციალური მედიის მართვა და პრეს რელიზის შედგენა”

2018 წლის 16 ივნისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრისა (CSRDG) და საქართველოს პრო ბონო ქსელის ორგანიზებით გაიმართა მასტერკლასი თემაზე „სოციალური მედიის მართვა და პრეს რელიზის შედგენა“.

მასტერკლასს წარუძღვნენ კომპანია PRofit lab-ის დამფუძნებელი მარიკა მჭედლიძე და მარკეტინგის მენეჯერი ანა ვასილცევი. მას ესწრებოდნენ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში შექმნილი რეგიონალური ჰაბების წარმომადგენლები.

პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”, ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.