Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2012 წლის პროექტები

ძლიერი საზოგადოებრივი ორგანიზაციები სამოქალაქო განვითარებისთვის

პროექტის მიზანი

რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლების ცოდნის გაუმჯობესება და უნარ-ჩვევების განვითარება, სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის გაუმჯობესების, სექტორში საქმიანობის ეფექტურობისა და ცნობადობის ამაღლებისთვის. კერძოდ, იმ სპეციფიური ცოდნის გადაცემა და უნარ ჩვევების განვითარება, რომელიც ხელს შეუწყობს ადგილობრივ ხელისუფლებასა და თემს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2012 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 34 980 აშშ დოლარი

აქტიური მომხმარებელი საკუთარი უფლებების დასაცავად

პროექტის მიზანი

მომხმარებელთა უფლებების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც მომხმარებლის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის კონტროლის გამკაცრების გზით.

 პროექტის შედეგები

  • ახალგაზრდების ჩართულობით ჩატარდა საინფორმაციო კამპანია, რომელიც მომხმარებელთა დაცვის და სურსათის უვნებლობის საკითხებს ეხებოდა;
  • მომზადდა ლექცია, მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ;
  • ვებ გვერდისა და სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია შემოწმებული სურსათის ვარგისიანობის შესახებ.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2012 – 2012 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 34 780 აშშ დოლარი

იცოდე რომელი სურსათია უვნებელი

პროექტის მიზანი

მომხმარებელთა უფლებების დაცულობის მდგომარეობის გაუმჯობესება, როგორც მომხმარებლის მხრიდან, ასევე სახელმწიფოს მხრიდან ბაზრის კონტროლის გამკაცრების გზით.

 პროექტის შედეგები

შემოწმდა მთელი რიგი სურსათის პროდუქტები, რომლის უვნებლობის შესახებ ინფორმაცია განთავსდა ვებპორტალ – momxmarebeli.ge-ზე და სოციალურ მედიაში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2012 – 2013 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 29 040 აშშ დოლარი

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა სურსათის უვნებლობის რეფორმაში, მივირთმევ მაშასადამე მაღელვებს

პროექტის მიზანი

სურსათის უვნებლობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სფეროში საქართველოში მიმდინარე რეფორმების გაძლიერება და ხელშეწყობა, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის მიხედვით და ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინებით.

პროექტის შედეგები

  • მომზადდა საინფორმაციო მასალები ქართულ ენაზე
  • სურსათის უვნებლობის შესახებ;
  • გაიცა მცირე გრანტები სამოქალაქო ორგანიზაციებზე
  • დარგის ექსპერტების მიერ, რეგულარულად ხორციელდებოდა გრანტის მიმღებ ორგანიზაციებთან კონსულტაციები;
  • საქართველოს მასშტაბით მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები მომხმარებლის უფლებების შესახებ.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2012-2014 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 286 588 ევრო

ქალთა გაძლიერება ცვლილებისთვის

პროექტის მიზანი

ქალთა გენდერული თანასწორობის და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობა სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში

პროექტის შედეგები

  • პროექტის ორივე ეტაპზე ჯამურად ჩართული იყო 299 ლიდერი ქალი, შეიქმნა 50 სათემო ჯგუფი;
  • ჩატარდა 60 ტრენინგი, 209 თემატური სემინარი და სამუშაო შეხვედრა;
  • ჩატარდა გაცნობითი ხასიათის 12 ტური;
  • მიკრო საგრანტო კომპონენტის ფარგლებში დაფინანსდა 87 პროექტი, რომლის ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 388 031 ლარს.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2012 – 2017 წელი

პროექტის დონორი

პროექტის პარტნიორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 1 130 389 აშშ დოლარი

მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

პროექტის მიზანი

აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, ადგილობრივ თვითმმართველობაში დემოკრატიისა და ადგილობრივი საზოგადოების მონაწილეობის გაძლიერება ეროვნული კანონმდებლობისა და პრაქტიკული გამოყენების გაუმჯობესებით.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2012 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 18 000 ევრო
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.