Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2015 წლის პროექტები

საქართველოს პრო ბონო ქსელის დაფუძნება

პროექტის მიზანი

საქართველოს პრო ბონო ქსელი დაფუძნების ღონისძიების ორგანიზება

პროექტის შედეგები

დაფუძნდა საქართველოში მოქმედი იმ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიების არაფორმალურ გაერთიანება, რომელთაც სურთ საკუთარი ექსპერტიზისა და პროფესიული რესურსების გამოყენება საზოგადოების სასიკეთოდ.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2015 წელი

პროექტის დონორი

პროექტის პრო ბონო ექსპერტი

პროექტის ბიუჯეტი

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ზეგავლენა მომხმარებლებზე და მათი ცნობიერების ამაღლება

პროექტის მიზანი 

საქართველოს რეგიონებში მოსახლეობის ინფორმირებას, იმ ზეგავლენის შესახებ რომელსაც ქართველ მომხმარებელზე ასოცირების ხელშეკრულების შესრულება მოახდენს.

პროექტის შედეგები

  • ჩატარდა ტრენინგების ციკლი საზოგადოებრივი ორგანიზაციების, რეგიონული მედია საშუალებებისა და სკოლის პედაგოგებისთვის;
  • ჩატარდა კონკურსები მედიისა და სკოლის მოსწავლეებისთვის;
  • გაიცა მცირე გრანტები რეგიონული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის;
  • სასკოლო „სამოქალაქო განათლების“ კურსისთვის, ეკონომიკის სწავლების აქტიურ მეთოდზე დაყრდნობით, მომზადდა დამხმარე სახელმძღვანელო IX-XI კლასებისთვის – ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე;
  • ჩატარდა კვლევა, რომლის მიზანი იყო, საქართველოს ურბანული ცენტრების მომხმარებელთა საჭიროებების და დამოკიდებულებების შესწავლა სხვადასხვა მომსახურების სფეროში. (კვლევა განხორციელდა სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის მიერ)

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2015-2017 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 260 609 ევრო

სამოქალაქო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოსა და უკრაინაში

პროექტის მიზანი

საქართველო უკრაინას შორის სოციალური სერვისების პოლიტიკის საკითხებზე დიალოგში სოციალური სერვისების მიმწოდებელი ორგანიზაციების ჩართულობის ხელშეყობა.

პროექტის შედეგები

  • ჩატარდა ტრენინგები – ადგილობრივ ხელისუფლებასთან ეფექტური თანამშრომლობის მექანიზმების, სოციალური მომსახურების მიწოდებაში საბიუჯეტო თანხების ინტეგრირების გზებსა და საზოგადოების მონაწილეობაზე საკანონმდებლო რეგულაციების საკითხებზე, რომელსაც 113 ორგანიზაციის წარმომადგენელი დაესწრო;
  • ჩატარდა ღია კონკურსი, რომლის მეშვეობითაც, შერჩეულმა 30-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიიღო მათზე მორგებული ორგანიზაციული განვითარების პაკეტები, რომელიც მოიცავდა ექსპერტებთან ინდივიდუალურ კონსულტაციებსა და საორგანიზაციო განვითარების კრიტიკულ საკითხებზე მეთოდოლოგიურ რეკომენდაციებს.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2015 – 2018 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 133 985.4 ევრო

სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობისა და ჩართულობის გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ვიშეგრადის რეგიონში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება

პროექტის მიზანი 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარება და მდგრადობის ხელშეწყობა, პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავება სამოქალაქო, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის სოციალური კორპორაციული პასუხისმგებლობისა და კორპორაციული ფილანტროპიის ჭრილში.

პროექტის შედეგები

  • გაიმართა შეხვედრები დაინტერესებულ მხარეთა შორის;
  • ჩატარდა CSR საზაფხულო სკოლა საქართველოში მოქმედი მსხვილი ბიზნეს წარმომადგენლებისთვის;
  • ჩატარდა პრო ბონო კრეატიული მარათონი 2016;
  • გაიმართა პრო ბონო ქსელის წევრების ყოველწლიური შეხვედრა.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2015 – 2017 წელი

პროექტის დონორები

პროექტის ბიუჯეტი

  • 21 700 ევრო
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.