Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

2016 წლის პროექტები

სათემო ლიდერთა ფორუმის ორგანიზება

პროექტის მიზანი

სათემო ლიდერთა ფორმის ორგანიზება და საჭირო საინფორმაციო მასალით უზრუნველყოფა.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2016-2016 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 2 250 ფუნტი

ეკოცნობიერების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ახალგაზრდებში უნარჩენო საქართველოსათვის

პროექტის მიზანი 

ახალგაზრდებში ეკო-ცნობიერების გაზრდა, ეკოკლუბების ჩამოყალიბებითა და გაძლიერებით.

პროექტის შედეგები

სამეგრელოსა და გურიის 13 სამიზნე თემის საჯარო სკოლის ბაზაზე შექმნილი ეკოკლუბების 36 წევრი მოსწავლისა და მასწავლებლისათვის ჩაატარა ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:

  • ეკოკლუბის კონცეფცია – მიზნები და ამოცანები, შექმნა და გაძლიერება;
  • ლიდერის უნარ-ჩვევების განვითარება და გუნდური მუშაობის პრინციპები;
  • ინტერაქტიული სწავლების მეთოდები;
  • გარემოსდაცვითი განათლება და მოხალისეობა.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2016 – 2016 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 5 000 ევრო

მოქალაქეები ღია და ეფექტური ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის

პროექტის მიზანი

ცენტრალური ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური დანიშნულების ფინანსების მართვის სისტემის ეფექტიანობის, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის შესწავლა და მისი გაუმჯობესებისთვის ხელის შეწყობა, რეკომენდაციების შემუშავებისა და ადეკვატურობის გზით.

პროექტის შედეგები

პროექტის ფარგლებში განხორციელდა მუნიციპალური ფინანსების მართვის სისტემის კვლევა, მომზადდა რეკომენდაციები და ჩატარდა დაინტერესებულ მხარეთა დისკუსია კვლევის შედეგების გარშემო.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2016 – 2017 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 88 260 აშშ დოლარი

არჩევნები და საჯარო ფინანსების მართვა

პროექტის მიზანი

წინასაარჩევნო პერიოდში, საჯარო ფინანსების გამოყენების აკრძალვის უზრუნველყოფა იმ საჯარო სამართლის იურიდიული პირებში,  რომლებიც არ ფინანსდება სახელმწიფო, ავტონომიური ან მუნიციპალური ბიუჯეტიდან.

პროექტის შედეგები

წინასაარჩევნო პერიოდში, საბიუჯეტო დაფინანსებაზე არ მყოფი ოთხი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფინანსების მართვის სისტემის კვლევა განხორციელდა. კვლევის შედეგად გამოვლინდა სისტემური ხასიათის პრობლემები. კვლევის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც წარედგინა საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას, აგრეთვე კომპეტენტურ სიპებსა და სამინისტროებს.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2016 – 2016 წელი

პროექტის დონორი

პროექტის ბიუჯეტი

  • 9 598 აშშ დოლარი

საჯარო ადმინისტრირებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმები აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში

პროექტის მიზანი

ანალიტიკური კვლევების ჩატარება დეცენტრალიზაციისა და სახელმწიფო ადმინისტრირების რეფორმის პროცესში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში, წინასწარ შეთანხმებული მეთოდოლოგიის საფუძველზე.

პროექტის შედეგები

განხორციელებულდა კვლევა, დეცენტრალიზაციისა და სახელმწიფო ადმინისტრირების რეფორმის პროცესში.

პროექტის ხანგრძლივობა

  • 2016 წელი

პროექტის დონორები

პროექტის პარტნიორები

  • Armenia – Davit Tumanyan
  • Azerbaijan – Samir Aliyev
  • Belarus – Miroslav Kobasa
  • Lev Saphiega Foundation
  • Moldova – Veacheslav Bulat
  • Institute for Urban Development Moldova
  • Ukraine – Volodimir Kuprii

პროექტის ბიუჯეტი

  • 2 307. 5 ევრო
Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.