Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

პროექტის წერა

ტრენინგი მონაწილეებს შესაძლებლობას აძლევს, განივითარონ პროექტის წერისთვის აუცილებელი უნარები. ტრენინგის პროგრამის ფარგლებში მონაწილეები შეისწავლიან პროექტის შემუშავების ძირითად პრინციპებსა და პროექტის წერის პროცედურებს. აგრეთვე, გაიაზრებენ გუდის ჩართულობის მნიშვნელობას. ტრენინგზე განიხილება სხვადასხვა დონორისთვის მისაღები ტერმინოლოგია და მათი მოთხოვნები. სურვილის შემთხვევაში, შესაძლებელია მეტი დროის დათმობა კონკრეტული დონორის მოთხოვნებისათვის.
ტრენინგი განკუთვნილია საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის.

მონაწილეთა რაოდენობა: 12-15 მონაწილე

ტრენინგ დღეების რაოდენობა: 2-3 დღე

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • პროექტის დიზაინი;
  • პროექტის წერის პროცედურები;
  • ვინ და რა ეტაპზე უნდა მონაწილეობდეს პროექტის წერის პროცესში?;
  • ინფორმაციის შეგროვებისა და ანალიზის თანამედროვე მიდგომები;
  • ინტერვენციის ლოგიკა – დაგეგმვის მეთოდები და ჩარჩოები;
  • ინტერვენციის ლოგიკის აგება, სტრატეგიული მიდგომებისა და მიზნების ფორმულირება;
  • დონორთა ტერმინოლოგია და მოთხოვნები.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.