Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.


საერთაშორისო სავაჭრო პალატა საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის პარტნიორია

31 ივლისს, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ურუშაძემ და საერთაშორისო სავაჭრო პალატის თავმჯდომარემ ფადი ასლიმ ხელი მოაწერეს საპარტნიორო შეთანხმებას, რომელიც საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის ფარგლებში თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი „საქართველოს პასუხიმსგებელი ბიზნესის კონკურსი 2018-ის“ ფარგლებში, სხვადასხვა წამყვან ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობით შეეცდება გამოავლინოს და დააჯილდოოს წლის ყველაზე პასუხისმგებელი ბიზნესები, რომლებიც ახორციელებენ საუკეთესო CSR პროექტებსა და ინიციატივებს.

„საქართველოს პასუხიმსგებელი ბიზნესის კონკურსი 2018“ იქნება ყოველწლიური კონკურსი, რომელიც გამოავლენს და დააჯილდოებს საქართველოში მოქმედ იმ კომპანიებს, რომლებიც ახორციელებენ საკეთილდღეო ცვლილებებზე ორიენტირებულ პროექტებსა და ინიციატივებს. კონკურსი შეეცდება ერთი მხრივ, გააერთიანოს წარმატებით განხორციელებულ CSR ინიციატივები, ხოლო მეორე მხრივ, კომპანიებს გაუჩინოს მოტივაცია დანერგონ CSR საკუთარ საქმიანობაში.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.