Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი
“ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აცხადებს საგრანტო კონკურსს “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს, რომელიც შედგება ორი ან მეტი საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან, რომელთაგან ერთი მაინც რეგისტრირებულია და საქმიანობს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. შესაძლებელია კონსორციუმში ასევე შედიოდეს რეგისტრირებული სათემო ორგანიზაციაც.

საგრანტო განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 30 მარტი 2018 წელი, 18:00 საათი.

სრული ინფორმაცია საგრანტო განაცხადის პირობებისა და ფორმის შესახებ იხილეთ ბმულზე.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას. პროექტს ახორციელებს კონრად ადენაუერის ფონდი (KAS) და ოთხი ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.