Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და
რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს „ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება“.

კონკურსის მიზანია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ასოცირების პროცესის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებისა (DCFTA) და რეგიონულ განვითარებასთან დაკავშირებული სხვა რეფორმების ეფექტიან განხორციელებას.

კონკურსის ამოცანაა ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ან რეგიონული განვითარების სტრატეგიებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების სამოქალაქო მონიტორინგი და ადვოკატირება.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია კონსორციუმს, რომელიც შედგება მთავარი განმცხადებლისა და ერთი ან მეტი თანაგანმცხადებლისაგან. კონსორციუმის წევრები უნდა იყვნენ მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომელთაგან ერთი მაინც უნდა საქმიანობდეს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, თბილისის გარდა. კონსორციუმის წევრის სახით ორგანიზაციას შეუძლია კონკურსში ერთზე მეტი საგრანტო განაცხადი წარმოადგინოს. თუმცა, ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არაუმეტეს ერთი გრანტისა. თანაგანმცხადებელს შეუძლია კონკურსში გამარჯვებულ ერთზე მეტ პროექტში იყოს ჩართული.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა განაცხადის სრული პაკეტი უნდა წარმოადგინონ ქართულ ენაზე, PDF ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: csrdg.cssigrants@gmail.com

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 10 თებერვალი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ:

    • დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vakhtang@csrdg.ge;
    • დაგვირეკოთ მობილურზე: 557 000 261.

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.