Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა”

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ (CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა

კონკურსის მიზანია, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია

  • საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, სათემო ორგანიზაციებს და არარეგისტრირებულ სათემო საინიციატივო ჯგუფებს;
  • კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ, ამავე დასახელების წინა კონკურსზე (ივნისი, 2018) დაფინანსებული ორგანიზაციები და ჯგუფები, რომელთა პროექტებიც არ არის დასრულებული.

შერჩევის პროცედურა:

  • საპროექტო განაცხადებს განიხილავს და შეაფასებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ შექმნილი საგრანტო საკონკურსო კომისია. გადაწყვეტილება მიღებულ იქნება ზემოთ მოცემული კრიტერიუმების საფუძველზე;
  • კომისიას შეუძლია მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ჩაატაროს ადგილზე ვიზიტი შერჩევის პროცესისას.
განაცახის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 იანვარი, 18:00 საათი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი მიმდინარეობს პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.