Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი სათემო ორგანიზაციებისთვის

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში აცხადებს საგრანტო კონკურსს სათემო ორგანიზაციებისთვის. კონკურსის ფარგლებში სოფლად მოქმედ სათემო ორგანიზაციებსა და ჯგუფებს, რომლებსაც სურთ თემის ინტერესთა დაცვაზე/ადვოკატირებაზე მიმართული საქმიანობების განხორციელება, ეძლევათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ ყოველწლიურად გამოცხადებულ კონკურსში და მოიპოვონ შესაბამისი დაფინანსება.

კონკურსის თემატიკა

  • თემის პრობლემის/საჭიროებების ადვოკატირებას ან პრობლემური საკითხის აქტუალიზაციას ეხება (სოფლის მეურნეობის, გარემოსდაცვითი, გენდერული, ახალგაზრდული პრობლემატიკა);
  • განხორციელების შემთხვევაში თემის დიდი ნაწილის პრობლემას აგვარებს;
  • განხორციელების პროცესში მოსახლეობის აქტიურ მონაწილეობას უზრუნველყოფს;
  • ხელს უწყობს თანამშრომლობას სხვა ორგანიზაციებთან (ადგილობრივი მმართველობა, სკოლა, ბაღი, ამბულატორია, ადგილობრივი ბიზნესი, მედია, სხვა არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციები და ა.შ).

რეგისტრაციის ბოლო ვადაა – 2018 წლის 21 მაისი, 17:00 საათი.

იხილეთ, დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.