Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსის შედეგები – “სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა”

2018 წელს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრ“-მა (CSRDG) პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ფარგლებში ჩაატარა საგრანტო კონკურსი „სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა“.

კონკურსის მიზანი იყო, იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიზნობრივ აუდიტორიასთან ურთიერთობის გაუმჯობესებას, ასევე მათი ხილვადობის და ლეგიტიმურობის ზრდას.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 34 განაცხადი (შემოტანის ბოლო ვადა: 2018 წლის 02 ივლისი, 18:00 სააათი).

კონკურსის შედეგად გამოვლინდა ცხრა გამარჯვებული:

  • განათლების და განვითარების ცენტრი “თოლისკური”;
  • ა(ა)იპ ჯვარის სათემო განათლების ცენტრი;
  • სათემო კავშირი “ვარდისუბანი“;
  • ა(ა)იპ საქართველოს ტრენინგებისა და განვითარების ინსტიტუტი;
  • ა(ა)იპ ფერმერ ქალთა ასოციაცია;
  • ახალგაზრდები მთისთვის;
  • ა(ა)იპ იმედი დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისთვის;
  • ა(ა)იპ ქვემო ქართლის მედია;
  • ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფი “იყავი აქტიური! იყავი ჯანმრთელი!”

კონკურსის ორგანიზატორია “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი”. აღნიშნული კონკურსი ჩატარდა პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა”-ს ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის ხელმძღვანელობით. კონსორციუმში ასევე შედის ოთხი ქართული ორგანიზაცია: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი(CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი(CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი(CSRDG), ქუთაისის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი(EDEC).

პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის სამინისტროს მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.