Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

საგრანტო კონკურსი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებისა და რეგიონული განვითარების საკითხების მონიტორინგი და ადვოკატირება

საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით დაინტერესებული ორგანიზაციებისგან შემოსული შეკითხვები შესაბამისი პასუხებით:

  • კითხვა N1

    ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია რეგისტრირებულია თბილისში, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ რეგიონებში და გვაქვს განხორციელებული პროექტები რეგიონებში. თქვენი საგრანტო კონკურსის შემთხვევაში თუ გვაქვს უფლება მონაწილეობა რომ მივიღოთ? თუ ამისთვის საჭიროა რეგიონალური არასამთავრობო ორგანიზაციაც იყოს კონსორციუმში პროექტის ფარგლებში?

  • პასუხი N1

    თბილისში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს საგრანტო განაცხადი ნებისმიერ რეგიონზე როგორც ინდივიდუალურად ისე კონსორციუმის სახით. კონსორციუმის ერთი წევრი აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეგიონში რეგისტრირებული და მოქმედი ორგანიზაცია.
    უპირატესობა მიენიჭება იმ კონსორციუმის, რომელშიც მონაწილეობს საქართველოს რეგიონებში რეგისტრირებული და მოქმედი ორი ადგილობრივი ორგანიზაცია.

  • კითხვა N2

    შეუძლია თუ არა ორგანიზაციას წარმოადგინოს საგრანტო პროექტი როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონსორციუმის წევრის სახით?

  • პასუხი N2

    დიახ, ორგანიზაციას შეუძლია წარმოადგინოს საგრანტო პროექტი როგორც ინდივიდუალურად, ასევე კონსორციუმის წევრის სახით. თუმცა ერთ ორგანიზაციაზე გაიცემა არა უმეტეს ერთი გრანტისა.

  • კითხვა N3

    კონსორციუმის შემთხვევაში თანადაფინანსების წარმოდგენა სავალდებულოა ყველა წევრის (როგორ ლიდერი, ისე პარტნიორები) მიერ თუ ნებისმიერ ერთ წევრსაც შეუძლია?

  • პასუხი N3

    პროექტის პირობების თანახმად თანადაფინანსება სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია. თანადაფინანსება შეუძლია წარმოადგინოს როგორც კონსორციუმის ერთმა ნებისმიერმა წევრმა, ისე მასში შემავალმა ყველა ორგანიზაციამ.

  • კითხვა N4

    საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია თუ არა თბილისში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას?

  • პასუხი N4

    დიახ, შეუძლია

  • კითხვა N5

    ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული ჰონორარის ხარჯი ბიუჯეტის რომელ მუხლში უნდა ვაჩვენოთ?

  • პასუხი N5

    ღონისძიების ორგანიზებასთან დაკავშირებული საჰონორარო მომსახურების ხარჯები უნდა აჩვენოთ „შრომის ანაზღაურების“ მუხლში.

  • კითხვა N6

    საბანკო ხარჯი რომელ მუხლში უნდა ვაჩვენოთ?

  • პასუხი N6

    საბანკო ხარჯი და განსხვავებული ტიპის ხარჯები მიუთითეთ “სხვა ხარჯების” მუხლში

  • კითხვა N7

    შეგვიძლია თუ არა რომ ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული კომპიუტერი და ფოტოაპარატი ვაჩვენოთ საგრანტო პროექტის თანადაფინანსებაში?

  • პასუხი N7

    დიახ, შეგიძლიათ კომპიუტერული ტექნიკა აჩვენოთ თანადაფინანსებაში. არაფულადი ფორმით გამოხატული თანამონაწილეობა წარმოდგენილი უნდა იყოს საბაზრო ფასით.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.