Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

Venture Philanthropy and Social Investment – საერთაშორისო სპეციალისტების ხედვა და გამოცდილება

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ქართულ ბიზნეს ორგანიზაციებსა და კომპანიებს, გაძლევთ შესაძლებლობას, Venture Philanthropy and Social Investment-ის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ფონდების ლიდერებისა და ინვესტორებისგან, მიიღოთ პრაქტიკული ინფორმაცია მათ მიერ განხორციელებული პროექტებისა და გრძელვადიანი სოციალურ შედეგებზე ორიენეტირებული კამპანიების შესახებ.

ვისთვის არის განკუთვნილი სემინარი?,

იმ ბიზნეს ორგანიზაციებისა და კომპანიების წარმომადგენლებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ თუ:

  • რა არის რა არის venture philanthropy ?
  • რატომ იზრდება სოციალური ინვესტიციების პრაქტიკა წლიდან წლამდე?
  • როგორ შეიძლება გაზარდოს კომპანიამ მის მიერ ფილანტროპულ მიზნებში ინვესტირებული კაპიტალის ეფექტიანობა?
  • რა მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ეს მიდგომა თქვენს კომპანიებს?
  • როგორია ამ სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების პრაქტიკული გამოცდილება და შედეგები?

ზოგადად, ფილანტროპიის სამყარო უფროდაუფრო კომპლექსური ხდება. მეწარმეები და ფილანტროპები გრძელვადიანი შედეგების მისაღებად სულ უფრო ხშირად იყენებენ ისეთ ახალ და ინოვაციურ მიდგომებს, როგორებიცაა Venture Philanthropy and Social Investment (VP/SI).

სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:

  • რა არის Venture Philanthropy and Social Investment?;
  • კორპორაციების ჩართულობის შესაძლებლობები;
  • სოციალური ინვესტიციების განხორციელების პრაქტიკული მოდელები
  • როგორ ჩამოყალიბდა პირველი Impact fund ესტონეთში და მისი გამოცდილება დღემდე;
  • როგორ გაიზარდა Shell Found-ის გავლენა სოციალური ინვეტირების პრინციპებზე გადასვლის შემდეგ.

სემინარს ჩაატარებს სამი მოწვეული ექსპერტი:

1) კრის ვესტი

კრის ვესტი ერთ-ერთი პიონერია venture philatrophy-ში და impact investing-ის სფეროში. მან 2000 წელს დაარსა „შელის ფონდი“ და 2008-2015 წლებში იყო მისი დირექტორი. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია venture philanthropy, საერთაშორისო განვითარება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა. 2013 წელს იგი დაჯილდოვდა მსოფლიო CSR პრიზით სოციალური ინოვაციისთვის. კრისი მრავალი მნიშვნელოვანი ნაშრომის ავტორია, მათ შორის შელის ფონდის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის – „სამეწარმეო გადაწყვეტილებები სიღარიბის აღმოსაფხვრელად“.
ამჟამად, კრისი არის „სამერიან პარტნერსის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი. იგი ეხმარება კორპორაციებს და ინსტიტუციებს ისეთი მეთოდების შერჩევასა და დანერგვაში, რაც მათი ფილანტროპული პროგრამებიის დადებით გავლენას გაზრდის. კრისი ასევე მართავს ფილანტროპიულ კაპიტალს და ფოკუსირებულია venture philanthropy-ის მეთოდის დანერგვაზე, რომელიც დაეხმარება სოციალურ საწარმოებს განვითარებაში.
კრისი იყო ევროპის Venture Philanthropy ასოციაციის (EVPA) ერთ-ერთი დამაარსებელი და ახლაც ამ ორგანიზაციის მრჩევლთა კომიტეტის წევრია.

2) პირკო ვალგე

პირკო ვალგე არის Good Deed Foundation-ის აღმასრულებელი დირექტორი. ფონდი წარმოადგენს Venture Philanthropy-ის ორგანიზაციას 15 წლიანი გამოცდილებით. პირკომ ფონდში საქმიანობა 2004 წელს დაიწყო, როგორც პრო-ბონო ექსპერტმა და ამ მიმართულებით მიზნობრივ ორგანიზაციებს ექსპერტულ კონსულტაციებს უწევდა.
2015 წლიდან ის არის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ბალტიის რეგიონში პირველი, 500000 ევრო ბიუჯეტის მქონე Impact Fund-ის, რომელიც რეგიონში ექვსს ზრდის ინიციატივას აფინანსებს.

3) კარლი ლამბოტი

კარლი ლამბოტი არის ACE Logistic-ის დამფუძნებელი. ACE Logistic-ი მომხმარებელს სთავაზობს ტვირთის გადაზიდვის და ლოჯისტიკურ სერვისს ბალტიის ქვეყნებში, ფინეთსა და ბელორუსიაში. 1992-2005 წლებში ის კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა, ხოლო 2005 წლიდან მმართველი ბორდის ხელმძღვანელია. კომპანია აქტიურად უჭერს მხარს სპორტულ ღონისძიებებს. 2018 წლიდან კარლი არის Good Deed Foundation-ის Impact Investor.

სემინარზე დასწრების პირობები

სემინარის ღირებულება შეადგენს 50 ლარს. აღნიშნული სიმბოლური გადასახადი, რომელიც სემინარის ღირებულების ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენს, მოხმარდება სოციალური მეწარმეობის განვითარებისკენ მიმართულ აქტივობებს.

სემინარზე დასწრების ინსტერესის გამოსახატავად, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია (https://form.jotform.me/83002686391457).

გაითვალისწინეთ, რომ მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და რეგისტრაცია დასრულებულად ჩაითვლება სემინარის საფასურის გადახდის შემდეგ. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონულ მისამართზე მოგივათ ინვოისი, რომელიც უნდა დაფაროთ რეგისტრაციის გავლის შემდეგ 48 საათის განმავლობაში.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით – edatuashvili@csrdg.ge / (+995) 577 433 735

ღონისძიება იმართება ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „სოციალური მეწარმეობა – ინოვაციური მიდგომა ეკონომიკური და სოციალური ცვლილებებისთვის“. პროექტი ხორციელდება საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრისა (EDEC) და არბაითერ სამარიტერ ბუნდის (ASB Georgia) მიერ.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.