Want create site? Find Free WordPress Themes and plugins.

ეფექტური პრეზენტაციის უნარები

ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს ეფექტური პრეზენტაციის უნარების განვითარებაში. ტრენინგის პროგრამა იძლევა როგორც თეორიული ცოდნის, ისე პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას (პრეზენტაციის ჩატარება, ვიდეოგადაღება, საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ანალიზი).

ეფექტური პრეზენტაციის უნარების განვითარება გამოადგება ყველა ადამიანს, თუმცაღა აღნიშნული ტრენინგი უფრო სასარგებლო იქნება მათთვის ვისაც ხშირად მოეთხოვება სხვადასხვა სახის პრეზენტაციის ჩატარება (მაგ. კორპორატიული გაყიდვების აგენტი).

ტრენინგზე განხილული თემატიკის მოკლე აღწერილობა:

  • ეფექტური პრეზენტაციის განმაპირობებელი ფაქტორები;
  • პრეზენტაციის დაგეგმვა;
  • პრეზენტაციის სტრუქტურა და შინაარსი;
  • სხეულის ენის გამოყენება პრეზენტაციის პროცესში;
  • ვიზუალური მასალის მომზადება;
  • ჯგუფის (აუდიტორიის) დინამიკა;
  • პრაქტიკული გამოცდილება პრეზენტაციის ჩატარებაში.

Did you find apk for android? You can find new Free Android Games and apps.